4
Jul
2018

moitane.ge – მაღაზიებიდან პროდუქტების ადგილზე მიტანის სერვისი

4 Jul 2018

Startauperi
Startauperi


დიჯიტალიზაციის პროცესმა, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, მომხმარებლის ქცევის ტრანსფორმაცია გამოიწვია – გადააჩვია რიგში დგომას, პირდაპირ კომუნიკაციას, სასურველი მომსახურების მისაღებად დიდი მანძილის გავლას და ა.შ. მაქსიმალურად გაამარტივა პროდუქტზე მისაწვდომობის დრო და საშუალებები. მომხმარებლის ქცევა, როგორც დისციპლინა, მარკეტინგის კონცეფციაშია ინტეგრირებული, შესაბამისად, ახალბედა ბიზნესებიც, სწორედ მათი მოთხოვნების, ჩვევებისა და მოლოდინების გათვალისწინებით იწყებენ საქმიანობასა და მათთან კომუნიკაციას.4-მა მეგობარმანიკა ნაცვლიშვილი, თეიმურაზ ლეჟავა, ანანო სიჭინავა და ნინო შევარდნაძე – შექმნა Moitane.ge – პროდუქტების სახლში მიტანის სერვისი და როგორც თავადვე ამბობენ, მათი ბიზნეს მოდელის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ამ ეტაპზე moitane.ge გუდვილთან თანამშრომლობს და საიტით სარგებლობის შემთხვევაში პირობას დებს, რომ ნებისმიერი შეკვეთა, მოპედებიანი და ველოსიპედებიანი კურიერების დახმარებითარაუგვიანეს 45 წუთისა, იქნება მომხმარებელთან.

მარკეტერის შეკითხვებს moitane.ge- თანადამფუძნებელმაანანო სიჭინავამ უპასუხა:M: რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ თქვენს ბიზნეს მოდელს ანალოგი არ აქვს საქართველოში?
Moitane.ge არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფილის მაღაზიებსსუპერმარკეტი, მარკეტისაკონდიტრო, შოკოლატერია, სათამაშოების მაღაზია, საკანცელარიო და .მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, პროდუქტები შეიძინოს მის ფავორიტ მაღაზიაში ან რამდენიმე მაღაზიაში ერთდროულად. ამასთანავე, შესაძლებელია ნებისმიერი ღირებულების პროდუქტის შეკვეთა, რადგან მინიმალური დანახარჯი არ არის განსაზღვრული. რაც მთავარია, ვებგვერდზე განთავსებული ყველა  პროდუქტი მოცემულია უცვლელ, მაღაზიის ფასად, შესაბამისად, ერთადერთი, რასაც მომხმარებელი იხდის ჩვენი სერვისით  სარგებლობისას, არის მიტანის ღირებულება.

M: რამდენად მზად იყო ქართველი მომხმარებელი ამ ტიპის სერვისისთვის და ვინ არის moitane.ge-ს მიზნობრივი აუდიტორია?საქმიანობის დაწყებამდე, ბუნებრივია, შევისწავლეთ ბაზარი, რამდენად იყო მომხმარებელი მზად ასეთი შეთავაზებისთვის და შედეგად, ჩვენი მოლოდინები გამართლდა: საქართველოში მსგავს სერვისზე არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნა. ჩვენს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ  ადამიანები, რომლებიც დატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრობენ, რომელთაც ვთავაზობთ მათ მაგივრად, ყოველდღიურ, საყიდლებზე ზრუნვას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი და მივცეთ საშუალება, საკუთარი დრო მათთვის უფრო მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებს დაუთმონ.

M: რაც შეეხება moitane.ge-ს ვიზუალურ იდენტობას, ლოგოტიპით როგორ გამოხატეთ ბრენდის კონცეფცია?
როდესაც მომხმარებელი ჩვენს ბრენდზე ფიქრობს, გვინდა, რომ მთავარი ასოციაცია უჩნდებოდეს სისწრაფესა და სიმსუბუქესთან. სწორედ ამიტომ, ჩვენს ლოგოს აქვს ფრთის ფორმა, რომელიც ამ უპირატესობებზე მიუთითებს. ამასთანავე, ლოგოზე იკითხება m, რაც კომპანიის სახელთანაა კავშირში. გარდა ამისა, ჩანს წინ მიმართული საჩვენებელი თითი, რომელიც მიუთითებს, რომ ხელის ერთი დაჭერითაა მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი.M: როგორ მუშაობს საიტი და როგორ ხდება ანგარიშსწორება?
საიტი მუშაობს უმარტივესად: ირჩევ უბანს, სადაც უნდა მოგიტანონ შეკვეთა, შემდეგ ავსებ კალათას სასურველი პროდუქტებით და ბოლოს ხდება გადახდა, რომელიც შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორებით.

M: როგორია თქვენი გამოწვევები და ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები?
გამოწვევებს ვუყურებთ დიდი ენთუზიაზმით. ამჟამინდელი გამოწვევა არის ის, რომ ეტაპობრივ გაფართოებასა და მომხმარებლების ზრდასთან ერთად, შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მათ მივეცით. ამასთანავე, ვაცნობიერებთ, რომ დროთა განმავლობაში, გამოჩნდებიან კონკურენტები, რასაც ცალსახად, პოზიტიურად ვუყურებთ. ვფქირობთ, რომ ძლიერი კონკურენცია კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. რაც შეეხება ჩვენს გრძელვადიან გეგმებს, გვინდა, ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს მასშტაბით.

განხილვა