in

MOITANE – აგირჩევთ, ავწონით, მოგიტანთ

Moitane ქართული პლატფორმაა, რომელიც სპეციალურად ოჯახებისთვის სურსათის მიწოდებისთვის შეიქმნა და სექტემბრიდან წარმატებით ოპერირებს თბილისის ცენტრალურ უბნებში.

პროდუქტი სრულიად ქართულია, პლატფორმა დამზადებულია საქართველოში, კომპანია Lemondo-ს მიერ, ხოლო გუნდი დაარსების პირველივე დღიდან ზრუნავს “სახლის საყიდლების” გამარტივებაზე და ყოველკვირეულად არაერთ მოსახერხებელ ფუნქციას ამატებს აპლიკაციას.

“სერვისი იმდენად მოსახერხებელია, რომ moitane-ს აპლიკაციის გაშვებიდან პირველივე თვეში დაგვემატა 1000-მდე მომხმარებელი, რომელიც რეგულარულად იყენებს პროდუქტების მიტანის სერვისს გუდვილიდან, ევროპროდუქტიდან და აგრარული ბაზრიდან. წარმოიდგინეთ, სამსახურიდანვე უკვეთავთ საღ, ახალ პროდუქტს ბაზრიდან, გუდვილიდან, ევროპროდუქტიდან და სახლში მისვლისას უკვე მიტანილი გხვდებათ. აწონილი და კოხტად ჩაწყობილი მუყაოს პარკში. აღარ გიწევთ არსად შევლა, პარკინგის ძიება, პროდუქტების აწონვა, ატანა.. ამას ყველაფერს moitane გიგვარებთ, თანაც იგივე ფასად. ან წარმოიდგინეთ, ე.წ. “შაბათის საყიდლები”, როცა უქმეებზე დასვენების მაგივრად ბაზარში ან ჰიპერმარკეტებში გიწევთ წასვლა. Moitane-ს შემთხვევაში, აპლიკაციიდანვე გეგმავთ საყიდლებს, დანარჩენს ჩვენი გუნდი მიხედავს, დაისვენეთ!” – ამბობს ლევან კილაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი.

განსხვავებით სხვა მიტანის სერვისებისგან, moitane-ს პლატფორმაც და პროცესებიც თავიდანვე სურსათების მიტანისთვის დაპროექტდა, შედეგად, მომხმარებელი სარგებლობს შემდეგი უპირატესობებით:

  • MOITANE-ს “შოპერი” (და არა კურიერი) პასუხისმგებელია საუკეთესო პროდუქტების არჩევაზე (ითვალისწინებს ვარგისიანობის ვადას, არჩევს მაქსიმალურად საღ ხილს, ბოსტნეულს, ხორცპროდუქტებს..)
  • სუპერმარკეტებიდან სისტემატურად ხდება ნაშთების განახლება, რათა აპლიკაციაში ჩანდეს მხოლოდ ის პროდუქცია, რაც რეალურად ხელმისაწვდომია იმ მომენტისთვის სუპერმარკეტებში.
  • მობილური აპლიკაცია მაქსიმალურად მორგებულია სახლის საყიდლების არჩევას და არა რესტორნებიდან საჭმლის გამოძახებას.
  • შეკვეთის წონა და მოცულობა შეუზღუდავია, დიდი შეკვეთების მოწოდება ხდება ავტომობილით, იმავე დროში (2სთ).
  • მომხმარებელს იმავე თანხის დახარჯვა უწევს, რამდენსაც პროდუქტების თავად შეძენის შემთხვევაში დახარჯავდა.
  • Moitane-ს აპლიკაციაში, შესაძლებელია პროდუქტების შეძენა პირდაპირ აგრარული ბაზრიდან – მომხმარებელი ზოგავს თანხას და ღებულობს საღ, ახალ პროდუქტებს სახლიდან გაუსვლელად.
  • სუპერმარკეტებიდან შეკვეთის შემთხვევაში, Moitane-ს შოპერი მომხმარებლებს მათსავე დაგროვებით ბარათს გაუტარებს, რომლის მითითებაც შეკვეთის განთავსებისას ხდება მობილური აპლიკაციიდან.

“moitane-ს აპლიკაციაში პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტია, განსხვავებით სხვა პლატფორმებისა, ბაზაში დარეგისტრირებული და დასურათებულია 12,000-მდე პროდუქტი, რასაც ანალოგი არ აქვს არც ერთ სხვა აპლიკაციაში.”

moitane ემსახურება თბილისის შემოგარენსაც: წყნეთი, წავკისი, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, ოქროყანა.

შეკვეთა ყველაზე მოსახერხებელია მობილური აპლიკაციით:

iPhone Download Link

Android Download Link

სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სატელეფონო შეკვეთის მიღებაც, ნომერზე: 0322 50 10 11 დარეკვით ან ვებ გვერდზე: https://moitane.ge. ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ფულით.

პლატფორმა მუდმივად დახვეწის რეჟიმშია, ისარგებლეთ და მოგვწერეთ ნებისმიერი რჩევა, შენიშვნა თუ იდეა. მთელი გუნდი ყურადღებით ვკითხულობთ და ვითვალისწინებთ რჩევებს.

moitane.ge – შენზე სწრაფად, იგივე ფასად!

[პარტნიორის კონტენტი]

შემოდგომის ჯაზმა რა ჰქმნა? – Jazz&Wine Kakheti 2020 შედგა

თოკების პარკი – თეთრიწყაროს LAG-ის მიერ დაფინანსებულმა ატრაქციამ რეგიონს ახალი სიცოცხლე შემატა