in

moitane-ზე პროდუქტების მიტანის საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი ხდება!

„moitane სრულიად ქართული პლატფორმაა, რომელიც ოჯახების ხარისხიანი, შეუზღუდავი წონის პროდუქტებით მომარაგებაზე ზრუნავს. ის სექტემბერში „გაეშვა“, ძალიან სწრაფად იზრდება და წარმატებით ემსახურება 10 000-ზე მეტ ქართველ მომხმარებელს“

bog
bog-mob

გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, moitane-ს გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს კამპანია, სადაც მიტანის სერვისის საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი იქნება: შეკვეთის დასრულებისას, თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს ექნება საშუალება, უარი თქვას მიტანის სერვისის საფასურის გადახდაზე.

„ვითვალისწინებთ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას და მომხმარებელს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას – მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ, ისარგებლებენ უფასო მიტანის სერვისით. ამისთვის საკმარისია, აპლიკაციაშივე, შეკვეთის დასასრულს, მონიშნოთ ველი „თუ უფასოდ მოტანა გჭირდება“ და უარი თქვათ მიტანის სერვისის საფასურის გადახდაზე. ჩვენ, როგორც 100%-ით ქართული სტარტაპი, ვფიქრობთ, ამ კამპანიის ჭრილში ვიყოთ მეტად სასარგებლოები ჩვენი ქართველი მომხმარებლებისთვის და ნაკლებად ვიფიქროთ შექმნილი მძიმე ვითარების სახეიროდ გამოყენებაზე. მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ პროდუქტები ზუსტად იმავე ფასად რაც დახლებზეა, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. ვიმედოვნებთ, ამ სერვისით ისარგებლებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, ვისაც  ამის საჭიროება ნამდვილად აქვს, რათა კომპანიამ მომავალშიც შეძლოს განვითარება და მოსახლეობისთვის კომფორტული სერვისის შეთავაზება“.

moitane.ge ქართული მიტანის სერვისის პლატფორმაა. მის აპლიკაციაში წარმოდგენილია ტოპ სუპერმარკეტების 12 000-მდე დასურათებული პროდუქტი. შემოსული შეკვეთა გროვდება სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლების მიერ, ხოლო მიწოდება ხდება ერთიდან ორ საათამდე შუალედში. აპლიკაციის საშუალებით, კი მომხმარებლებს შეუძლიათ მთლიან – პროდუქტების შეგროვებისა და მიტანის პროცესს ადევნონ თვალყური.

[პარტნიორის კონტენტი]

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, ProductTank Tbilisi-ს ღინისძიება ჩატარდება

რჩევები მათთვის, ვისაც დროის მენეჯმენტის პრობლემა აქვთ