in

Moka United საქართველოში Alshaya Starbucks-ის ტექნოლოგიური პარტნიორია

საერთაშორისო ფინტექკომპანია Moka United თბილისში Starbucks-ის მაღაზიის ოპერაციებისთვის გადახდის პროცესების მხარდამჭერ POS-ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

საქართველოში Starbucks-ის პირველი ფილიალი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Starbucks-ის პროდუქტები შეიძინონ სადებეტო და საკრედიტო ბარათებით, ასევე, უკონტაქტო გადახდის მეთოდებით.

Moka United სხვადასხვა ქვეყანაში გადახდისა და ფინანსურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს ავითარებს. კომპანია საქართველოში Moka United Georgia-ს სახელით, საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის საფუძველზე ოპერირებს.

Starbucks-ის საქართველოში შემოსვლა საერთაშორისო ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების ნაწილია, ხოლო Moka United-თან თანამშრომლობა Starbucks-ისთვის თანამედროვე გადახდის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას ემსახურება.

[პარტნიორის კონტენტი]

როცა გამოუძინებლობა სამსახურისადმი ერთგულებად ითვლება

Jaguar Type 01: ახალი ელექტრომობილი