საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი მარტივდება. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას.
მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად და თუ ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.
მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს უძრავი ქონების სექტორზე და ახლა განვიხილოთ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან ქვეყანას?
როგორც კომპანია York Towers-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხალედ ოსამა ამბობს, გამარტივებულ პროცედურას შეუძლია ქვეყანაში მეტი ფიზიკური პირისა და ინვესტორის მოზიდვა, რაც შესაბამისად გაზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე, ეს ფაქტი კი, განაპირობებს უძრავი ქონების ბაზარის გაძლიერებას.
„მოქალაქეობის მიღების გამარტივებულმა პროცედურა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას გამოიწვევს, რადგან ისინი ხშირად ეძებენ უძრავ ქონებას, როგორც ინვესტიციისა და დივერსიფიკაციის საშუალებას. ქვეყანამ კი, გაზრდილი უცხოური ინვესტიციებით შეიძლება სარგებელი ნახოს, რაც გააჩენს მოტივაციას, რომ შეიქმნას ახალი პროექტები დეველოპერებისთვის, ინვესტორებისთვის. გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი იქნება ეკონომიკური ზრდის მთავარი სტიმულატორი,“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტირმა.
მოქალაქეობის მიღების გამარტივებულმა პროცედურებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნიჭიერი ადამიანებისა და მეწარმეების მოზიდვასაც. ამ ინდივიდებს, თავის მხრივ, მოაქვთ ქვეყანაში ახალი უნარები, ინოვაციები და კაპიტალი.
რომ შევაჯამოთ, მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებამ შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს უძრავი ქონების სექტორზე. უფრო კონკრეტულად კი, გაზრდის მოთხოვნას, შეიქმნება ხელსაყრელი გარემო უძრავი ქონების გაყიდვის, გაქირავებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ქვეყანაში მეტი უცხოელი ინვესტორი ჩამოვა, შეიქმნება სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, ცვლილება შესაძლოა მნიშვნელოვან სტუმულატორად იქცეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
[R]