არტისტ ბენ იანგს ოკეანესთან მჭიდრო კავშირი აქვს. ახალ ზელანდიაში, ბეი-ოვ-პლენტში გაზრდილმა, მთელი ცხოვრება წყლის სიახლოვეს გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ მოქანდაკეობას მიჰყო ხელი, კარიერა ნავების აგებით დაიწყო და საქმეს კარგადაც ემსახურებოდა. დღეს ის მინისა და ბეტონის გამოყენებით, ზღვის ლამაზ სკულპტურებს ქმნის, რისთვისაც მინიმალურ ესთეტიკას იყენებს.
ხშირად მისი ქანდაკებები ლითონის ფიგურებს შეიცავს, ეს შეიძლება იყოს პალმა ან ნავი. Როდესაც მის მთლიან პორტფოლიოს დაათვალიერებთ, ნახავთ, რომ მის ნამუშევრებში ახალი სამყაროა. ბეტონის მთები მოხაზულია წრიული შუშით, თითქოᲡ ის სხვა პლანეტაზე მყოფი გიგანტური ორბი იყოს. იანგის საერთო ნამუშევრებიდან ჩანს, რომ ის იკვლევს ახალ იდეებს და აგრძელებს ვიზუალური ენის დახვეწას.