in

ბურბონი წარმატების 62 წლიანი გამოცდილებით – Wild Turkey-ის ისტორიას მეთიუ მაკკონაჰი გვიამბობს

Wild Turkey–ი ბურბონის მწარმოებელი ყველაზე ძველი და ტრადიციული ბრენდია, მისი ფესვები შტატ კენტუკიდან მოდის. მეთიუ მაკკონაჰის რეჟისორული კარიერაც სწორედ აქ იწყება. რასელების ოჯახი ხარისხიან ბურბონს ამზადებს, რის შედეგადაც, უკვე 62 წელია Wild Turkey–ი ალკოჰოლის ბაზარზე მყარად ინარჩუნებს თავის სახელს.

 

 

ჰოლივუდელ მსახიობს უნდოდა ეს ისტორია ისეთივე განსხვავებული და განსაკუთრებული ყოფილიყო, როგორც თავად სასმელი. ჩვეულებრივი სარეკლამო რგოლებისგან განსხვავებით, მასში არა მხოლოდ ბურბონის დამზადების რეცეპტია მოთხრობილი, არამედ თვითონ ოჯახის ისტორია, ტრადიციები და მიღწევებიც არის გადმოცემული.

გარდა იმისა, რომ მაკკონაჰიმ თავი ახალ ამპლუაში გამოსცადა, ბურბონის სწორად დაგემოვნება, მისი დამზადების წესი და ინგრედიენტებიც შეისწავლა. თანაც, რამდენიმე განსაკუთრებულ უძველეს ბურბონსაც გაუსინჯა გემო, რომელსაც მაღაზიების დახლებზე ვერ ნახავთ.

რასელების ოჯახი და Wild Turkey–ი ნამდვილად არის ის ისტორია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

როგორი იქნებოდა ვახშმის “სელფი” მე-17 საუკუნეში? – სახალისო ვიდეორგოლი IKEA–სგან

DFS-ის კამპანია ბრიტანელი ოლიმპიელებისა და გულშემატკივრების მხარდასაჭერად