in ,

“მოკოლენდი” ახალი ქართული მულტფილმი ბავშვებისთვის

BOG
BOG

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ქართული ანიმაციური ფილმი „მოკოლენდი“ გამოჩნდა, რომელსაც დიდი დაინტერესება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან. “მოკოლენდი” 3 დან 8 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტფილმია, რომელთა პერსონაჟების ცხოვრება ბევრი თავგადასავლისგან შედგება. ამ თემასთან დაკავშირებით , მარკეტერი  საკომუნიკაციო სააგენტო „მარშალის“ კრეატიულ დირექტორს თეონა ლატალს ესაუბრა.

BOG
BOG

 M: რა იყო კომპანიის დავალება?

დავალება, რომელიც „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებისგან“ მივიღეთ, საკმაოდ კონკრეტული იყო, – გაგვეკეთებინა მულტფილმი 3-8 წლის ბავშვებისთვის, რომლის მთავარი გმირი „სანტე ლოკო მოკოს“  რძის პროდუქტების სახე, ჭკვიანი ლომი იქნებოდა.

 M: რა არის მულტფილმის კონცეფცია?

ჩვენი მიზანი იყო მოგვეფიქრებინა ისეთი კონცეფცია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს მოიაზრებდა საკუთარ თავში. ერთის მხრივ იქნებოდა საინტერესო და სახალისო სიუჟეტები და გვეყოლებოდა სახასიათო პერსონაჟები, ხოლო მეორეს მხრივ – მულტფილმი ხელს შეუწყობდა ბავშვების კოგნიტურ, ემოციურ, სოციო-კულტურულ განვითარებას. საბოლოოდ მივიღეთ დაბა, სადაც ჩვენი პერსონაჟები – ლოკო მოკო, ბაკა, ბაბი, ჩიდო, პაბლო და ანიტა ცხოვრობენ. მათი თანაცხოვრება კი სავსეა საინტერესო თავგადასავლებით. თითოეული სერია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამბავს წარმოადგენს, რომელშიც წარმოჩენილია პრობლემური საკითხი და ნაჩვენებია მისი გადაჭრის გზები.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/marshallcommunication/videos/1533473890037832/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 M: რამდენად რთული იყო საბავშვო მულტფილმზე მუშაობა?

სირთულეს ვერ დავარქმევ, უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოლოდინი იყო, რადგან ეს პროექტი ყველა დანარჩენისგან განსხვავდებოდა – საქმე ბავშვებს ეხებოდა, თან სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვებისთვის მულტფილმები, არც თუ ისე ხშირად იქმნება, ეს კი პასუხისმგებლობას აორმაგებდა… “მოკოლენდი“ ის პროექტია, რომელზე მუშაობაშიც დღეები და ღამეები გავასწორეთ, ვმუშაობდით დიდი შემოქმედებითი გუნდი და შესაბამისად მოლოდინიც  გვქონდა, რომ ღირებულ პროდუქტს შევქმნიდით.

 M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები

მულტფილმის ჯერ მხოლოდ ერთი ეპიზოდი გამოვიდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა მაყურებლის მხრიდან, ყველა ითხოვს ახალ ეპიზოდებს და სერიების რაოდენობის გაზრდას, რაც ძალიან გვახარებს. ამ ეტაპზე კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სეზონის ბოლომდე სულ მცირე კიდევ 7 სერია გამოვა.

 

კრედიტები:

სააგენტო: მარშალი

პროექტი: მოკოლენდი

ბრენდი: სანტე ლოკო მოკო

კლიენტი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

კრეატიული დირექტორი – თეონა ლატალი

სცენარის ავტორი – თათია რაზმაძე

ექაუნთ მენეჯერი – რობი გველუკაშვილი

რეჟისორი – კონსტანტინე ბახტაძე

გრაფიკული დიზაინერი – ჯიმ მესხი

მხატვარი – Fox Art

ხმის რეჟისორი – მიშა ხუციშვილი

ახმოვანებენ:

ლოკო მოკო – ნიკო კანკია

ჩიდო – ნიკო კანკია

ბაკა – მერი სოლოღაშვილი

ბაბი – მარი სოლოღაშვილი

ანიტა – DJ Gogo

პაბლო – ნიკო კანკია

სიმღერის ავტორები – ირაკლი მანჩხაშვილი, მებო ნუცუბიძე

ტექსტის ავტორი – მებო ნუცუბიძე

სოლისტი – გიორგი დოინჯაშვილი

ბექ-ვოკალისტები – ელენე კომახიძე, კატო ზანგურაშვილი, მარიამ აბესაძე

(მუსიკალური სტუდია ბეთხოლაბი)

პროდიუსერი – ვანო კურტანიძე

პროექტის მენეჯერი – ნატა დეკანოსიძე

ანიმატორი – კონსტანტინე ბახტაძე

გორის კატლეტი, სურამის ნაზუქები და სხვა სახალისო ისტორიები მადლობის ეკიპაჟის V ეპიზოდში!

გაიცანით Artist Merm! ქართველი ზეტ თაობის წარმომადგენელი 17 წლის მხატვარი