Tomorrow Brand-ის სააგენტო ნაცნობი გამოწვევის წინაშე დადგა: ბაზარზე ხმაურიანად უნდა შესულიყვნენ და თუ რამდენად მოახერხეს ეს, მოდით, ერთად შევაფასოთ.
თუმცა, ჯერ იმას გეტყვით, რომ Moksha-ს დამფუძნებლებს სიღრმისეული კავშირები ჰქონდათ ინდოეთთან და სწორედ აქედან წამოვიდა ინსპირაციაც. ისეთი ბრენდის შექმნა უნდოდათ, რომლითაც ყველა გრძნობას შეეხებოდნენ, დაწყებული მხედველობით, გაგრძელებული გემოებით და დამთავრებული შეხებით — ზუსტად ისე, როგორც ამას ინდოეთი აკეთებს. ბრენდის არსიც ამ საოცარი ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობას ასახავს და მომხმარებლებს მასში ამოგზაურებს.
უშუალოდ შეფუთვას საფუძველი ცოცხალი ფერთა პალიტრით და დასავლეთით შთაგონებულმა ტიპოგრაფიამ ჩაუყარა. პროდუქტის ამბავი ინდურ ჯუნგლებშია ფესვგადგმული, ვიზუალი კი ილუსტრაციებით ცოცხლდება. მოკლედ, სურთ, ყველამ იპოვოს თავისი Moksha მომენტი, ამიტომ, ახლა თქვენი დროა: