in

#უსმინექართულს: MokuMoku-ს პირველი ტრეკი ახალი ალბომიდან Soulfood Society


ქართულმა ჯგუფმა MokuMoku ახალი ტრეკი Soulfood Society გაავრცელა, რომელიც ამავე სახელწოდების ალბომში შევა. ჯგუფის მეოთხე ალბომი ოფიციალურად Leno Records-ის ლეიბლზე დღეს გამოდის. და სანამ სხვა სიმღერები “გზაშია”, მანამდე პირველ ტრეკს მოვუსმინოთ:

 

MokuMoku 2012 წელს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ჯონდო ჯაფარიძე (DJ/MC), ტატო რუსია (MC), ცოტნე გოგიტიძე (გიტარა), მიშო ელიავა (კლავიში), სანდრო მაისურაძე (ბას გიტარა) და ალექსანდრე ხოხიაშვილი (დრამი) შედიან. კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Blues Build The Temple 2015 წელს გაავრცელა. 2018 წელს ბენდმა მადრიდში, ცნობილ ფესტივალზე Mad Cool დაუკრა.


„ბილაინი“ მომხმარებლის გამოცდილებას, Medallia-ს მეშვეობით, უკვე ციფრული არხებითაც იკვლევს 

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვის ბრაზი და გაღიზიანება უკონტროლო ხდება