ვიდეო თამაში FIFA საფეხბურთო ორგანიზაციასთან ომშია… თამაშის გამომცემელი Electronic Arts საერთო ალტერნატივას განიხილავს მას შემდეგ, რაც სალიცენზიო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა… EA-ს FIFA-ს ტიტულის სალიცენზიო კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს იწურება და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ახალ შეთანხმებას.
The New York Times-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ორი წელია მიმდინარეობს. მთავარ პრობლემას კი ფული წარმოადგენს — FIFA-ს სურს, გააორმაგოს ის თანხა, რომელსაც EA-დან იღებს. გარდა ამისა, საფეხბურთო ორგანიზაცია დასახელების უფლებებსაც განიხილავს, რომელიც ყველა ოფიციალურ პარტნიორობასა და ლიცენზიასთან არ არის დაკავშირებული.
ცხადია, ძნელი წარმოსადგენია ფიფა ფიფას გარეშე. თუმცა EA-ს FIFA-სთან გარიგება მხოლოდ ერთია დაახლოებით 300 ლიცენზიიდან, რომელზეც ვიდეო თამაშია დაფუძნებული. ამ ერთი ლიცენზიიდან EA-სთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია მიღებული სახელი, ფეხბურთის მრავალი კლუბი, ლიგა და კონკრეტული მოთამაშე. “ყოველთვის გვაფიქრებდა ის, თუ რამდენ ფულს ვუხდით ფიფას ამ ყველაფრის სანაცვლოდ” — ამბობს პიტერ მური, რომელიც 10 წლის განმავლობაში EA Sports-ის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი მთავარი ოპერაციული ხელმძღვანელი.
როგორც მური აღნიშნავს, სპორტის მოყვარულებს სპორტულ თამაშებში ავთენტურობა სურთ. FIFA 22 წარმოუდგენელი სიზუსტით აღადგენს 17000 მოთამაშეს, 30 ლიგას, 700 გუნდს და 90-ზე მეტ სტადიონს… გარდა ამისა, თავად ფიფამ ბოლო წლებში ბევრი პოლემიკა გამოიწვია: 2015 წლის კორუფციული სკანდალი, მექრთამეობის ბრალდებები და ა. შ. FIFA-ს ბრენდის ღირებულება უზარმაზარია, მაგრამ მურის თქმით, ბევრი ახალგაზრდისთვის FIFA უფრო ცნობადია, როგორც ვიდეო თამაში, ვიდრე როგორც კორპორაცია.
აშკარაა, რომ EA Sports გარკვეული გამოწვევების წინაშე იმყოფება, რომლებიც სცილდება იმას, რასაც შეიძლება ფლაგმანი ფეხბურთის თამაში ეწოდოს. ამასთან, მოთამაშეები ჩივიან, რომ FIFA 22 ძალიან ჰგავს მის წინამორბედებს და იგი უბრალოდ უფასო დანამატი უნდა ყოფილიყო… ნეგატიური შეფასებები ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, გეიმერებს აღიზიანებთ მისი ფასიანი ლოტ ყუთები და ფასიანი სათამაშო აქტივების კოლექცია, რომელიც არ გადადის ფიფას ახალ თამაშებზე. მოთამაშეები თვლიან, რომ თითოეული თამაში სულ უფრო “ხარბ” ხასიათს ატარებს და მოკლებულია თამაშის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.