in

ნახეთ: შუასაუკუნეების ხელოვნებით შთაგონებული თანამედროვე ილუსტრაციები

თუ ახალგაზრდა შემოქმედებითი ადამიანი ხართ, იმ საქმიანობასთან მოწყვეტა, რის სწავლასაც დიდი დრო მოანდომეთ, შესაძლოა, ძალიან დამთრგუნველი იყოს. სწორედ ასე მოიქცა მოლი მაკამონი რამდენიმე წლის წინ და მისმა გაბედულმა ნაბიჯმა შესანიშნავი შედეგი გამოიღო. თავდაპირველად, მოლის ოცნება წიგნების ილუსტრაციების ხატვა იყო, მაგრამ კემბრიჯში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, განვითარების საჭიროება იგრძნო და გადაწყვიტა კომერციული პროექტები შეესრულებინა.

BOG
BOG

დღეს მოლის მრავალი დამკვეთი ჰყავს. მათ შორისაა Red Bull Media თავისი ჟურნალით Carpe Diem, ავსტრალიური გამოცემა Frankie და ორგანიზაციები შინაური ცხოველების მოვლის, განახლებადი ენერგიისა და მუსიკალური ინდუსტრიების სფეროდან. მისი გამორჩეული სტილი — მარტივი, გავლენიანი ფორმებით, დახვეწილი პალიტრებითა და ტექსტურებით, მსუბუქი, მარტივი ტონით — ძალიან მოთხოვნადი გახდა.

„მე მადლიერებას გამოვხატავ შუასაუკუნეებში შექმნილი ილუსტრირებული წიგნების ავტორების მიმართ. იმ დროინდელმა ბეჭდვის მეთოდების სიმწირემ მოითხოვა შეზღუდული ფერებისა და ბეჭდვისას ფენების გამოყენება. ეს ხშირად იწვევდა უფრო მარტივ ფორმებს, დიზაინსა და ნეგატიური სივრცის ეფექტურ გამოყენებას — ეს არის ტექნიკა, რომელსაც მივმართავ ჩემს საქმიანობაში“, — აღნიშნავს მოლი მაკამონი თავისი სტილის წარმოშობაზე საუბრისას

მოლის უნარი გულდასმით შეასრულოს დეტალები და გადმოსცეს რაღაც მკაფიო ხასიათის მქონე და ვიზუალურად მიმზიდველი, მისი მხოლოდ ერთ-ერთი უპირატესობაა. ის სწრაფად ავითარებს კონცეფციებს და პოულობს ფორმებს, რომლებიც დამკვეთებს თავიანთი მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამის ნათელი მაგალითია საოცრად მშვიდი ნაკრები, რომელიც შექმნა ჟურნალ Frankie-ის სტატიისთვის The History of Greenthumbing.

მოლის გავლენა იწყება შუასაუკუნეების ხელოვნების წიგნებიდან და მთავრდება ასანთის ყუთის კლასიკური ილუსტრატორებით, მათ შორისაა მიროსლავ სასეკი, ბერნის მაიერი, ალენ გრი და ალისა და მარტინ პროვენსენები. ცოტა ხნის წინ, მისი მოწონება დაიმსახურეს ისეთმა თანამედროვე ილუსტრატორებმა, როგორებიც არიან ვირჯინი მორგანდი, ლეო ესპინოზა, ოუენ დეივი, იკერ აიესტარანი, მარ ჰერნანდესი და ბრწყინვალე მალიკა ფავრი. შეზღუდული ფერთა პალიტრა არის ძაფი, რომელიც ამ ხელოვანთაგან ბევრს მოლის სტილთან აკავშირებს. 

„მე მაქვს ძლიერი სინესთეზია. ჩემი ტვინი ფერებს ციფრებთან, ასოებთან, სუნთან აკავშირებს, ასევე, კვირის დღეებთან და წელიწადის თვეებთანაც კი. პალიტრის შეზღუდვა საოცარ თავისუფლებას და სიმშვიდეს მთავაზობს, რაც დიზაინის პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის“, — ამბობს მოლი.

ამჟამად მოლი ახალ პროექტზე მუშაობს. საქმე ეხება Carpe Diem-ის თანამედროვე ეტიკეტების სახელმძღვანელოს ილუსტრაციებს. ეს წიგნების ილუსტრატორობისგან განსხვავდება, მაგრამ ახლა, როცა კომერციულ წარმატებას მიაღწია, არ გამორიცხავს გამომცემლობაში დაბრუნებას.

WhatsApp ჩატებსა და ზარებს Favorites-ის ფილტრს ამატებს

როგორ დავნერგოთ მაინდფულნესის პრაქტიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში