in

როგორ გვეხმარება მოლოდინის რეჟიმი მიზნების მიღწევაში?

M2
M2

მოუთმენლობა ის თვისებაა, რომელიც ბევრ ჩვენგანს ახასიათებს და ბევრსაც „ტანჯავს“. რთულია, როცა რაღაც გინდა, შენ კი გადავადება გიწევს — შეიძლება, ამ დროს საბოლოოდ დანებდე კიდეც, რაც ნამდვილად არასწორია. სანაცვლოდ, დალოდება ემოციური ინტელექტის მძლავრი მექანიზმია და ე. წ. მოტივაციის ნეირომეცნიერებაზეა დაფუძნებული. ეს უკანასკნელი ჩარჩოა, რომელიც ემოციების მართვაში გვეხმარება.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, დალოდების პრინციპი მოტივაციის იმპულსადაც იქცევა. „მოტივაცია, განსაზღვრული, როგორც ქცევის ენერგიულობა მიზნის მისაღწევად, სამყაროსთან და ერთმანეთთან ურთიერთობის ფუნდამენტური ელემენტია“, — განმარტავს ელეონორ სიმპსონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კლინიკური ნეირობიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი. ხოლო მასთან მიმართებით ლოდინის როლი მარტივ ფორმულას ემორჩილება: როცა საკუთარ თავს ეუბნებით, რომ რაღაცას უნდა დაელოდოთ, ავტომატურად აღძრავთ რწმენას — ზედმეტი ზეწოლის გარეშე მიიღებთ იმას, რაც ასე ძალიან გსურთ. როგორც სიმპსონი განმარტავს, „იჯერებთ, რომ მიზნები სათანადო დროს მიიღწევა“.

უბრალოდ, იმის ნაცვლად, რომ მოლოდინის რეჟიმი პასიურ მდგომარეობად აქციოთ, უფრო აქტიური პროცესი აირჩიეთ:

  1. დაფიქრდით, რას ელოდებით;
  2. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება იმის მიღება, რაც გინდათ;
  3. ესაუბრეთ სხვებს იმის შესახებ, რასაც ელოდებით და სასარგებლო რჩევებიც მიიღეთ.

სინამდვილეში, ვიდრე ფიზიკურ მოქმედებაზე გადახვალთ, აუცილებლად გჭირდებათ ემოციური მზაობა. ყველაფერი კარგად უნდა გქონდეთ გაანალიზებული. და როცა დალოდების მექანიზმს მიმართავთ, ემოციური ინტელექტის ძირითად პრინციპს იყენებთ: აზრები მოქმედებს ემოციებზე, ემოციები კი მოქმედების მოტივაციას იწვევს. შედეგად, ამ პროცესის გავლის შემდეგ რეალურად დაიწყებთ იმის მიღწევას, რაც მართლა გინდათ.

Signal-ზე მომხმარებლის სახელის დამატება გახდება შესაძლებელი

როგორია ლიდერების მისკომუნიკაცია დაძაბულობისას