in ,

MoMA საფოსტო ბარათების ხელოვნებას ბლოკჩეინის ტექნოლოგიით აცოცხლებს

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) წარსულისა და აწმყოს ხელოვნების მოყვარულებს მორიგი პროექტით აერთიანებს, სახელწოდებით MoMA Postcard. ეს არის კოლექტიური შემოქმედებით შექმნილი დამაინტრიგებელი ექსპერიმენტი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ირგვლივ ტრიალებს. ინიციატივის ფარგლებში, მსურველებმა თემატური, სახასიათო ვიზუალები უნდა შექმნან.

BOG
BOG

უშუალოდ შთაგონებაზე რომ ვისაუბროთ, MoMA Postcard ფოსტის ხელოვნებაზე ააგეს — ეს პრაქტიკა 1950-იან წლებში გაჩნდა, როდესაც მხატვრები საფოსტო სამსახურის მეშვეობით უზიარებდნენ ერთმანეთს ნამუშევრებს. ახლა კი მუზეუმის სურვილია, აღნიშნული კონცეფცია ხელახლა გააცოცხლოს და საზოგადოებამ კოლექტიური კრეატიული „საფოსტო ბარათი“ შექმნას.

მონაწილეებს შეუძლიათ, ცარიელი MoMA Postcard მოითხოვონ და მის პერსონალიზება შემდეგ იმუშაონ, მუზეუმის ფერთა პალიტრის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ნამუშევარი ბლოკჩეინზე ჩაიწერება, საფოსტო ბარათს საავტორო უფლებებიც მიენიჭება და შესაბამისი წესების დაცვით, სხვებიც შეძლებენ გამოყენებას.

ამასთან, თითოეული საფოსტო ბარათი 15-მდე ინდივიდის წვლილის მეშვეობით ვითარდება და კოლექტიურ ნამუშევრად ყალიბდება — სხვა სიტყვებით, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, როდესაც ყველა მონაწილე თავის შემოქმედებით შტრიხს შეიტანს. ამრიგად, თითოეული მათგანი იქცევა მიკრო-საზოგადოებად და ხელს უწყობს თანამშრომლობის განცდას.

საბოლოოდ, საფოსტო ბარათები NFT-ის სახით გამოვა. მთლიანობაში კი, ინიციატივა არა მხოლოდ ხელს უწყობს შემოქმედებით გამოხატვას, არამედ ემსახურება როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უკეთ გასაგებად.

1989 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალის ისტორია, 34 წლის შემდეგ მონაწილე მუსიკოსის მემუარებში გაცოცხლდა

Samsung, Maison Margiela-სთან ერთად, Galaxy Z Flip 5-ის ლიმიტირებულ სერიას უშვებს