in ,

ეკობრენდინგი – კონცეპტუალური ექსპერიმენტი! ცნობილი კომპანიების ეკოლოგიური და ეკონომიური ლოგოები!

მდგრადი განვითარების გაგება არ არის სიახლე თანამედროვე საზოგადოებისთვის. მას ვხედავთ არქიტექტურაში, ტექნოლოგიებსა და სხვა მიმართულებებში, თუმცა, არა ბრენდინგში. ეკობრენდინგი არის ახალი კონცეპტუალური ექსპერიმენტი, რომლის მიზანია ეკოსისტემის მიმართ კომპანიების დამოკიდებულების გაუმჯობესება. ეს ეხება ბრენდის ლოგოს, ფერს, ტიპოგრაფიას და გამოსახულებას ერთდროულად. ეკობრენდინგის კონცეფცია სამ მიმართულებას ეყრდნობა, ესენია – ვიზუალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მაჩვენებლები. ამ ხედვით გადაფასდა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების ღირებულებები და მათ მიიღეს გზავნილი, გამოიყენონ ნაკლები მელანი ბრენდის ლოგოში, ამგვარად, დაზოგონ ფინანსური რესურსები და გაუფრთხილდნენ ეკოლოგიას. 

„რა თქმა უნდა, ერთი ლოგოს დაბეჭდვა არც ისე ძვირია, რადგანაც, ამას არ სჭირდება დიდი რაოდენობით მელანი, თუმცა, რას იტყვით ბრენდის ლოგოს ბეჭდვაზე ბილიონობით ბოთლზე”? – ამბობენ ეკობრენდინგის იდეის ავტორები.


„სტარბაქსი”, Google-ის საძიებო სისტემა, H&M-ის მაისურები, Coca-Cola და ბევრი სხვა პროდუქტი ფიქსირდება და ასოცირდება მის ლოგოტიპთან. თავის მხრივ, სიმბოლოები შეიცავენ ფერს, ტიპოგრაფიას და გამოსახულებას, რომელიც შეიცავს მელანს. რეალობაა, რომ ბრენდი ბევრს მოიხმარს. 
ეკობრენდინგთან ერთად, ჩვენ გადავაფასებთ და გავიაზრებთ ბრენდის ინგრედიენტებს მეტად ეკოლოგიური მიდგომებით, მეტი ეკონომიურობის ბენეფიტით.”
გაიზიარებენ თუ არა ცნობილი ბრენდები ეკობრენდინგის ხედვას, გახდებიან თუ არა უფრო ეკოლოგიურები და ეკონომიურები ლოგოდიზაინის კუთხით და გახდება თუ არა ეკობრენდინგი მომავლის ბრენდინგი, ჯერჯერობით, უცნობია. 

კლასიკური მუსიკა Audi-ის ავტომობილების შესრულებით – კამპანია Emmy Award-ისთვის

40 მლნ სიმღერა შენს ხელში! – Apple-ის თავბრუდამხვევი ვიდეორგოლი კიევის რკინიგზის სადგურში