“Nike”-მა “HyperAdapt 1.0”-ი წარმოადგინა, ფეხსაცმელები, რომლის თასმები ავტომატურად, ფეხის ჩადგმის შემდეგ იკვრება. სურვილის შემთხვევაში ფეხსაცმლის გახდა ღილაკზე დაჭერით შიეძლება.
ეს მოდელი ავტომატური თასმების მქონე ხაზის პირველი მოდელი იქნება. მასიური წარმოება 2016 წელს დაიგეგმა. ფეხსაცმელი სამ ფერში გამოვა და მისი ყიდვა მხოლოდ “Nike+”-ის აპლიკაციის მფლობელებს შეეძლებათ.
სპორტსმენებიდან პირველმა “HyperAdapt”-ი კრიშტიანუ რონალდომ მოირგო. პირველი მსგავსი ფეხსაცმელი “Puma”-მ წარმოადგინა, მაგრამ მათი სერიული წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
https://youtu.be/z7Cyv3cvIxY











