in

ნახეთ: „მომავლის ილუსტრაციები“ ადამიანებისა და რობოტების თანაცხოვრებაზე

ძალიან ადვილია სამყაროს მიმართ პესიმისტური განწყობის შენარჩუნება… ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი ჩანაცვლების იდეით დაწყებული, კლიმატის ცვლილებებით დასრულებული, ბევრი რამ გვიქმნის საშიშროების განცდას. მაგრამ რა მოხდება, თუ ყველაფერი დადებითად წარიმართება და პირიქით, ნათელი მომავალი გვაქვს? სწორედ ასე წარმოიდგინა ილუსტრატორმა ემილ პაუნმა მომავლის მსოფლიო, სადაც ადამიანები და რობოტები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ…

BOG
BOG

ილუსტრაციების სერიაში ვხედავთ მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანებს, მოჭადრაკე რობოტებს, შორეულ პლანეტაზე არსებულ კოსმოსურ სადგურს. თითოეული მათგანი კი სახალისო აღქმას წარმოგვიდგენს იმისა, თუ რა შეიძლება მოგვიტანოს მომავალმა ტექნოლოგიური განვითარების ჭრილში.

„ნათელი მხრის დანახვა არ მიჭირს. ზოგადად, ჩემი მანტრა ასეთია: ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ მეტისმეტად სერიოზული ვიყო. უბრალოდ, ზოგჯერ მიჭირს მხოლოდ დადებითის დანახვა და მუდმივ ბრძოლაში ვარ, ნეგატივში რომ არ ჩავიკარგო“, — აღნიშნავს ემილი.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, მისი აზრით, მათ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია და შიში უსაფუძვლოა…

რატომ და როგორ უნდა შევამციროთ პლასტმასის ნარჩენები?

სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ