14
Dec
2016

ნუ იტყვი უარს შენს ოცნებებზე! – სამოტივაციო ვიდეო Signature–ისგან

14 Dec 2016

Elit Electronics


სამშენებლო კომპანია Signature-მა, სარეკლამო სააგენტო Royal®Advertising-თან ერთად, შექმნა პროექტი, რომელიც საზოგადოებას მივიწყებულ ბავშვურ ოცნებებს ახსენებს. ილუსტრაციებით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამ იდეების განხორციელების ბრენდისეულ სამომავლო შესაძლებლობებს გვიჩვენებს.
ბავშვობაში ყველას გვაქვს ერთი შეხედვით არარეალური, თუმცა, მიმზიდველი იდეები, რომლებიც დროსთან ერთად ქრება. ზოგჯერ, რეალობა ბავშვურ ოცნებებს ცვლის და ის იდეები, რომლებიც შესაძლოა განხორციელებულიყო, სადღაც იკარგება.
მოკლემეტრაჟიანი ილუსტრაციული ფილმი, სწორედ, ამ ოცნებებში გვაბრუნებს და მომავლის სახლის უჩვეულო პროექტს გვიჩვენებს.

განხილვა