შენი ზაფხულის ისტორია იწყება აქ — იდეა დეველოპმენტი მულტიფუნქციური კომპლექსის იდეა პანორამას მომავალ მაცხოვრებლებს შთამბეჭდავ, საავტორო საზაფხულო შეთავაზებებს სთავაზობს.
შეთავაზებებით სარგებლობისთვის საკმარისია ბინის მხოლოდ 30%-იანი პირველადი შენატანი და არა, სრული ღირებულების დაფარვა.
შეთავაზება #1 — შემოსავალი პირველივე შენატანიდან.
ერთსაძინებლიანი ბინის შეძენის შემთხვევაში — პირველადი შენატანის გადახდისთანავე მიიღებთ ყოველთვიურად 2000₾-იან გარანტირებულ შემოსავალს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
შესაბამისად, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ ბინა მშენებარე პროექტში, მშვიდად ადევნოთ თვალი მის აშენებას, შემოსავლის მიღებას კი მომენტალურად დაიწყებთ.
შეთავაზება #2 – ორი გასაღები ერთის ნაცვლად
ორი ან მეტ საძინებლიანი ბინის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემათ სრულიად ახალი ავტომობილი მომენტალურად. დაიწყეთ ზაფხულის ისტორია იდეა პანორამასთან ერთად და მიიღეთ ორი გასაღები ერთის ნაცვლად.
იდეა პანორამა ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გ. დანელიას ქუჩაზე (უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ).
პროექტი პრესტიჟული ადგილმდებარეობით, მაღალი ხარისხის მშენებლობით და უცვლელი პანორამული ხედით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში, 2025 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებები მოქმედებს შეზღუდული დროით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას — www.ideadevelopment.ge
ტელეფონი: +995 599 511 911
[R]