გონიერი ინვესტორისთვის, საინვესტიციო პორტფელის წარმატებას დივერსიფიცირებული, საერთაშორისო სტანდარტის თუ უნიკალური კონცეფციის საინვესტიციო პროექტები განსაზღვრავენ.
საინვესტიციო უძრავი ქონების მრავალმხრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გამოცდილი ინვესტორები ფოკუსირდებიან იმ რიგ ფაქტორებზე, რომელთა გათვალისწინებითაც შემოსავლის მაქსიმიზაციას დროის ოპტიმალურ შუალედში მოახდენენ.
დღევანდელ სტატიაში ყველა იმ მნიშვნელოვან და საყურადღებო კომპონენტს გაგაცნობთ, რომელთა ერთობლიობაც საუკეთესო ლოკაციისა და ნიშური პროდუქტის — წარმატებული საინვესტიციო კომპლექსის მახასიათებლების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
კომპლექსის ლოკაცია ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ინვესტორმა უძრავი ქონების შეძენამდე უნდა გაითვალისწინოს. წვდომა და სიახლოვე ქალაქის/კურორტის ცენტრალურ ადგილმდებარეობებთან, ბიზნეს ობიექტებთან თუ კომერციულ დაწესებულებებთან, გრძელვადიან პერსპექტივაში შეძენილ უძრავ ქონებაზე მოთხოვნისა და ღირებულების ზრდას განაპირობებენ.
გამოყოფენ რამდენიმე ტიპის ლოკაციას, რომელთა საინვესტიციო მომგებიანობაც რიგი ფაქტორებით არის განპირობებული:
პრემიუმ ადგილმდებარეობა ქალაქის ცენტრში — მოთხოვნა ამ ტიპის ლოკაციაზე სტაბილურად მზარდი, ხოლო ღირებულება — მუდამ მაღალია. ბინის/აპარტამენტის ცენტრალურ ადგილმდებარეობაზე შეძენით, ინვესტორი ამყარებს თავის საინვესტიციო პოზიციას, ხოლო პორტფელის დივერსიფიცირებას მაღალრეიტინგულ პროდუქტში ახორციელებს.
საკურორტო ლოკაცია — მოიცავს როგორც ზღვისპირა საკურორტო ზონებს, ისე სამთო-რეკრეაციულ ადგილმდებარეობებს. ურბანული და რუტინული ცხოვრებისგან თავის დაღწევის მიზნით, არაერთი ინვესტორი რელოკაციას, ან დასასვენებელი უძრავი ქონების შეძენას, საკურორტო ლოკაციაზე განიხილავს, სადაც ქირავნობიდან მიღებული შემოსავლის მაჩვენებელი, განსაკუთრებით მაღალია.
ზღვისპირა ლოკაცია — ზღვის პანორამული ხედები, დატვირთულობისა და ქირავნობის მაღალი მაჩვენებელი, საინვესტიციო პროდუქტის ლიმიტირებული მიწოდება და მოთხოვნა როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ზღვისპირა ლოკაციაზე განთავსებული კომპლექსის კიდევ ერთი მიმზიდველი მახასიათებელია.
უძრავ ქონებაში ინვესტირებისას, ბაზრის ტენდენციების გაანალიზება უმთავრესია — ამაში მოიაზრება იმ ძირითადი მონაცემების დადგენა, რომელთა ერთობლიობაც დროის კონკრეტულ შუალედში სწორი უძრავი ქონების ტიპის, გადახდის პირობის თუ შეთავაზებების შერჩევაში დაგეხმარებათ.
საფუძვლიანი კვლევის ჩატარების შემდგომ კი, ინვესტირების მეორე ფაზა მაღალი მოთხოვნის საინვესტიციო პროდუქტის შერჩევას ითვალისწინებს.
მომგებიანი საინვესტიციო უძრავი ქონების განსაზღვრისას, მაღალი მოთხოვნადობის ტენდენციას შემდეგი ტიპის თუ კონცეფციის პროექტები ინარჩუნებენ:
- საცხოვრებელი უძრავი ქონება;
- საინვესტიციო უძრავი ქონება;
- კომერციული უძრავი ქონება;
- შერეული ტიპის ე. წ. mixed-use უძრავი ქონება.
საინვესტიციო პროექტები, მომგებიანი მახასიათებლების ერთობლიობით კონცეფციურად მრავალგვარ და ინდუსტრიისთვის ისეთ წარმატებულ მიმართულებებსაც აერთიანებს, როგორებიცაა გამაჯანსაღებელი უძრავი ქონება, რეკრეაციული უძრავი ქონება, ან მწვანე, ე. წ. ეკო პროექტები.
ღირებულების ზრდის დინამიკა და მაღალი ROI (უკუგების მაჩვენებელი) უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რომელთა უპირატესობებითაც ინვესტორები გამოცდილი დეველოპერის მიერ შექმნილ საინვესტიციო პროექტში სარგებლობენ.
ინვესტირება პროექტში, რომელიც ფასის ზრდის მაღალი დინამიკითა და უკუგების თუ ქირავნობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სტაბილურ საინვესტიციო გარემოს ქმნის ინვესტორისთვის.
ასევე, ინვესტორისთვის ერთ-ერთი ოპტიმალური გამოსავალი და გონივრული გადაწყვეტილება ინვესტიციის მშენებლობის საწყის ეტაპზე განხორციელებაცაა — მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება დაბალი, ხოლო ფასის ზრდის პერსპექტივები ყველაზე მაღალია.
გლობალური ინვესტორები უძრავი ქონების შეძენას ისეთ კომპლექსში ამჯობინებენ, სადაც საერთაშორისო სტანდარტის სერვისებით, ინფრასტრუქტურითა და ცნობილი ბრენდის სტატუსით ისარგებლებენ.
იმავდროულად, მაღალსტატუსური ბრენდების პრემიუმ პროექტებთან პარტნიორობით, ინვესტორი წვდომას იღებს ბრენდის მრავალწლიან გამოცდილებასა და კავშირებზე.
ვინაიდან მოთხოვნა ამგვარად პრემიალურ საინვესტიციო პროდუქტზე მუდამ მზარდი, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფი ლუქს კატეგორიისაა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობით შექმნილი პროექტი ყველაზე მაღალი ნიშნულია გონიერი ინვესტორისთვის.
გარდა ამისა, გამოცდილი მენეჯმენტ კომპანიის მომსახურება მომგებიანი პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების მართვა-ოპერირება და მენეჯმენტი უძრავი ქონების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სანდო მმართველი კომპანიის მიერ ხორციელდება.
დასკვნა
მომგებიანი საინვესტიციო პროექტები სტრატეგიული ლოკაციის, მაღალი მოთხოვნის თუ ღირებულების, საერთაშორისო სტანდარტისა და მომსახურების ერთ სივრცეში გაერთიანებით იქმნება.
ამ ძირითადი მახასიათებლების ერთობლიობით, ფორმირდება მომგებიანი საინვესტიციო უძრავი ქონება, რომელიც წარმატებული ოპერირებისთვის თუ ინვესტორისთვის შემოსავლის მაქსიმიზაციისთვის ყველა აუცილებელ კომპონენტს აერთიანებს.
რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.