21
Nov
2018

როგორ დავიწყოთ უცნობთან საუბარი

21 Nov 2018

უცხოსთან საუბრის დაწყება, ალბათ, არაერთი ჩვენგანისთვის ქცეულა დაბრკოლებად. წარმოიდგინე, უნდა იპოვნო საერთო ადამიანთან, რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ და დიდი ალბათობაა იმისა, რომ არც მომავალში მოგიწიოს მისი ნახვა. და წარმოდგენა არ გაქვს, რითი დაიწყო. თუმცა, მოგწონს, თუ არ მოგწონს, შენი ცხოვრება, გარკვეულწილად, იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებ უცნობებთან კომუნიკაციას. გაგიზიარებთ რჩევას, როგორ უნდა დავიწყოთ უცნობთან საუბარი:

statiebi-bog
statiebi-bog

ყინულის დნობა, ე.წ. ice breaking, რომელიც ყველა სიტუაციაში მუშაობს
არსებობს ერთი კითხვა, რომელიც ყოველთვის და ყველა სიტუაციაში მუშაობს და მას ტერი გროსი გვიზიარებს. ლეგენდარული ინტერვიუერი, რომელიც Fresh Air-ის წამყვანია, 40 წელია, ამ საქმეს ემსახურება და ათასობით ინტერვიუ აქვს ჩატარებული. პოლიტიკური ფიგურებიდან დაწყებული, პოპკულტურის წარმომადგენლებით დამთავრებული, გროსს ნებისმიერთან ძალიან საინტერესო საუბრის გაბმა შეუძლია.

„მომიყევით თქვენ შესახებ“ – ეს არის 3 ოქროს სიტყვა, რომელსაც ტერი გროსი იყენებს ყოველთვის. „ეს საშუალებას მოგცემს, რომ სწორად წარმართო ინტერვიუ და აგარიდებს იმისგან, რომ ვინმეს თავი, უნებურად, არაკომფორტულად ან უხერხულად აგრძნობინო“.

იყავი ცნობისმოყვარე
მას შემდეგ, რაც პირველ ნაბიჯს გადადგამ და საუბრის ინიციატივას გამოიჩენ, მნიშვნელოვანია, შემდეგ რას გააკეთებ. ყურადღებით უნდა მოუსმინო თანამოსაუბრეს და დამატებით, კიდევ რაღაცებიც ჰკითხო. გროსი ამბობს, რომ სასიამოვნო დიალოგი ცნობისმოყვარეობასთანაა კავშირში. გულწრფელად დაინტერესდი და თანამოსაუბრე აუცილებლად გამოგყვება.

რაც მთავარია, არ დაივიწყოთ სხეულის ენა. არავერბალურ კომუნიკაციას ბევრი რამის თქმა შეუძლია. სიამოვნებს, თუ არა თანამოსაუბრეს შენთან ყოფნა, დისტანციას იცავს, თუ არა, თვალებით კონტაქტი აქვს, თუ თავს გარიდებს და ა.შ.

როგორ დავასრულოთ საუბარი მოხდენილად
ყველა დიალოგი ვერ იქნება სლემ-დანქი. იმის დიდი შანსიც არსებობს, რომ უბრალოდ, არ გამოვიდეს საუბარი და საერთო ვერ ნახოთ ერთმანეთთან. გროსი ამ შემთხვევაშიც გვიმხელს საიდუმლოს და გვირჩევს, რომ ვიყოთ პატიოსნები. მაგალითად, თქვი, რომ ბარში გასვლა გიწევს, ან აუზზე მიდიხარ, ან მეგობარს უნდა შეხვდე. შემდეგ კი, წადი. შეიძლება, ცოტა უხეშადაც კი მოგეჩვენოს ასე მოქცევა, თუმცა უინტერესო საუბრის გაგრძელებას, ხომ ჯობს, დაასრულო ის?

საუბრის დაწყება კი, უკვე ვიცით: „მომიყევი შენ შესახებ…“

წყარო: inc.com



განხილვა