in

როგორ განვითარდა მომხმარებელთა გამოცდილება 2015 წლიდან 2023 წლამდე?

გიფიქრიათ, რამდენად შეიცვალა მომხმარებელთა გამოცდილება, სოციალური მედია და მარკეტინგი ბოლო წლებში? მოდით, თვალი გადავავლოთ, რა ტენდენციები გამოიკვეთა 2015 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში:

1. ბრენდებმა სრული გამჭვირვალობით უნდა იმუშაონ, გულწრფელები უნდა იყვნენ და მომხმარებელთა კეთილდღეობაზე იზრუნონ

ადრე ბრენდები არჩევდნენ, რა უნდა გაეზიარებინათ თავიანთი მომხმარებლებისთვის, 2000-იან წლებში კი მომხმარებლებს მეტად ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტები აინტერესებდათ, რომლებსაც თავად მოიხმარდნენ. თუმცა ახლა ეს შეიცვალა — ისინი ბრენდებისგანაც ელიან, რომ უკეთესი პლანეტის უზრუნველსაყოფად ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ და ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ბუნებრივია, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მიუხედავად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ სამართლიანი იქნება იმის თქმაც, რომ 2023 წელს მომხმარებელთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ბრენდებისგან გამჭვირვალობას, გულწრფელობასა და სამართლიანობას ელიან. ეს საკითხები კონტენტამდე და მარკეტინგამდეც შეგვიძლია დავიყვანოთ, რითაც, თავის მხრივ, ნდობის საფუძველი იქმნება. 

2. ონლაინ შეფასებები გაზრდის ან გაანადგურებს თქვენს ბიზნესს

ალბათ, ამ თემაზე ბევრი არც არაფრის თქმაა საჭირო — ადამიანები ერთმანეთს უფრო ენდობიან, ვიდრე ბრენდებსა და რეკლამებს. ამგვარად, ონლაინ შეფასებები ან თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ მოქმედებს, ან სულაც ანადგურებს მას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ახალ ბაზარზე შესვლას ეხება. 

3. მარკეტინგს ცალკე მდგომ ბიზნეს ფუნქციად აღარ უნდა შეხედოთ

ერთ-ერთი გზა, რომლითაც ინდუსტრიაში მარკეტინგზე საუბრობენ, ე. წ. ბაზარზე შესვლის მოდელია. ეს გვეხმარება ვიზუალურად წარმოვიდგინოთ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც პროდუქტი იდეიდან წარმოებამდე გადის მანამ, სანამ მომხმარებლის ხელში მოხვდება. დღეს მთავარი აქცენტი მომხმარებელზე ზრუნვაზე, პროდუქტის მარკეტინგსა და პროდუქტის განვითარებაზე კეთდება, რათა უზრუნველყონ, რომ ბაზარზე არსებული პროდუქტები მომხმარებელთა საჭიროებებს აკმაყოფილებს. 

4. ავთენტურობა და გამჭვირვალობა ახალი ეკონომიკის ვალუტად იქცა

BeReal 2020 წელს ჩაეშვა და სოციალურ მედია კონტენტად ავთენტური და რეალური კადრების გამოქვეყნება შემოგვთავაზა. ეს რაღაც ახალი და ამაღელვებელი იყო… რაც ბიზნესზეც ვრცელდება, დღეს უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს ბრენდების ნამდვილი ვერსიების ნახვა. 

5. სოციალური მედიის ქონა აუცილებელი გახდა ბრენდებისთვის

ბრენდებისთვის სოციალური მედიის ქონა უბრალოდ კარგი კი აღარ არის, არამედ აუცილებელიც გახდა. თუმცა ეს ყველაფერი კონკრეტული მიზნის შესაბამისად უნდა მოხდეს და პირველ ადგილზე აუდიტორიაც დააყენოს, რათა რეალური შედეგები უზრუნველყოს.

6. ბრენდი ის კი არ არის, რასაც თქვენ ამბობთ მასზე, არამედ ის, რასაც მომხმარებლები ამბობენ

ამ ერთი ფრაზით ყველაფერი ნათელია და მოდით, პირდაპირ შემდეგზე გადავიდეთ:

7. ციფრულ ეპოქაში რეპუტაცია ყველაფერია

მყარ რეპუტაციას ნდობამდე მივყავართ, ნდობას მომხმარებლებთან ხანგრძლივ ურთიერთობებამდე. დღეს კი მთავარი კითხვა იმას ეხება, თუ რა გავაკეთოთ, როცა კონკრეტული ქმედებები ჩვენს რეპუტაციაზე ცუდად აისახება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კითხვას 2 ნაწილი აქვს, ტექნოლოგიები და საკომუნიკაციო სტრატეგია. აქ სწორი მონიტორინგის ხელსაწყოები დაგჭირდებათ, რათა გაიგოთ, რას ამბობენ თქვენს ბრენდზე და შეაფასოთ კომენტარების სიმწვავე, როცა რაღაცები ცუდად მიდის. ამაში Birdeye, Reputation.com, ReviewTrackers, Reviews.io, Yext და Podium უნდა დაგეხმაროთ.

კითხვის მეორე ნაწილი ამბობს: რას მოუხერხებთ რეპუტაციის საკითხებს? მომხმარებლები დღეს გულწრფელობას აფასებენ, ამიტომ აიღეთ პასუხისმგებლობა მომხდარზე და დაპირდით, რომ გამოასწორებთ. მომხმარებლებს სურთ, გაპატიონ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გრძნობენ, რომ გაიგეთ, რაც გითხრეს. ხოლო თუ იმავე შეცდომას კვლავ დაუშვებთ, ეს მათ მიანიშნებს, რომ რაღაც პროდუქტთან დაკავშირებული ან ოპერაციული პრობლემა გაქვთ. 

თუმცა არ დაგავიწყდეთ, კრიტიკა და ნეგატივი დღევანდელი სამყაროს ნაწილია, შესაბამისად, არც ყველა უარყოფითი კომენტარი შეიძლება გადაითარგმნოს ცუდ რეპუტაციად. თანაც ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, ბრენდებს არც სჭირდებათ ყველა ადამიანის მოხიბვლა…

8. ყველაზე წარმატებული ბრენდები ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ

2015 წლის შემდეგ ბევრი რამ კი შეიცვალა, მაგრამ მარკეტერებმა განსაკუთრებული ყურადღება 3 საკითხზე უნდა გაამახვილონ — პასუხისმგებლობა, სიჩქარე და აუდიტორია. ადამიანები თავს იგნორირებულად საკმაოდ ხშირად გრძნობენ, ამიტომ თქვენ გაქვთ შანსი, კომპანიის პასუხისმგებლობის გრძნობითა და სისწრაფით გააკვირვოთ ისინი. ამასთან, კარგი იქნება, თუ თქვენს არაციფრულ არხებს, მაგალითად ტელეფონსა და ფიზიკურ წერტილებს მეტ ყურადღებას მიაქცევთ.

9. კარგად განსაზღვრული ბრენდის მიზანი მომხმარებელთა მოზიდვასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ზუსტად იცით, რომელი აუდიტორიისთვის მუშაობთ? როგორ აღწერდით თქვენს სამიზნე სეგმენტებს ან როგორ გაესაუბრებოდით მათ? დაფიქრდით, როგორი გინდათ იყოთ თქვენი ძირითადი მომხმარებლების თვალში. დაამყარეთ ურთიერთობები, ისინი ერთ გუნდად ჩათვალეთ და არა, მომხმარებლებად. 

10. მარკეტინგი დღეს უფრო მეტ მოსმენას მოითხოვს და ნაკლებ საუბარს

თუმცა დღეს იმ უნარის გაუმჯობესებაზეც უნდა იზრუნოთ, რომელიც სათქმელის 30-45 წამში ან უფრო ნაკლებ დროში გაჟღერების შესაძლებლობას მოგცემთ…

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაზე მიღება გრძელდება

რა არის სტაბილური კრიპტოვალუტა და nGEL – პირველი ქართული სტაბილური კოინი