in

როგორ აქცევს AI მომხმარებელთა გამოცდილებას საუკეთესოდ?

2023 წელს ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელოვანი პროგრესი რომ განიცადა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. არც ის გვაკვირვებს, სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ხელმძღვანელები რომ ეძებენ გზებს AI-სგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. მათ კარგად იციან, რომ ასე აქვთ შანსი, მონაცემები მეტად სწრაფად გადაამუშაონ, მეტად ეფექტურები და პროდუქტიულებიც გახდნენ, ბიზნესი ააჩქარონ, მეტად პერსონალიზებული მომხმარებელთა მომსახურება თუ გამოცდილება უზრუნველყონ. 

მარკეტინგულ სამყაროშიც ასეა — AI-ის გამოყენების ახალ გზებს ცდიან, რომლებიც მათ მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებაში დაეხმარებათ. 

„ჩვენ AI-ის მომხმარებელთა გამოცდილების ყველა ეტაპზე ვიყენებთ, რათა იყოს რელევანტური, მიზანმიმართული და გასართობი; პერსონალიზებული კომუნიკაციების მასშტაბირებაშიც დაგვეხმაროს და მომხმარებლებს უკეთესი ღირებულებაც შესთავაზოს. AI კრიტიკულ მისიას წარმოადგენს მომხმარებელთა მომავალი გამოცდილების უზრუნველსაყოფად“, — აცხადებს ანდრეა ქუქი, Performance Art-ის ხელმძღვანელი.

როგორ გავხადოთ მომხმარებელთა გამოცდილება ჰიპერპერსონალიზებული AI-ს დახმარებით?

ქუქი თვლის, რომ მარკეტინგი, რომლის ცენტრშიც ხელოვნური ინტელექტია მოქცეული, დაგვეხმარება მომხმარებელთა გამოცდილება ჰიპერპერსონალიზებული გავხადოთ იმ მასშტაბით, რაც აქამდე წარმოუდგენელიც კი იყო…

„ყოველ ჯერზე, როცა არსებულ ან პოტენციურ მომხმარებელს ბრენდთან აქვს შეხება, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ მონაცემები და ხელოვნური ინტელექტის ყველა ფორმით ისარგებლოთ — იქნება ეს მანქანური სწავლება, NLP, გენერაციული თუ სხვა რამ, რათა დახვეწოთ თქვენი მარკეტინგი და გააძლიეროთ ინდივიდუალური ძალისხმევა. ხელოვნურმა ინტელექტმა გვაჩვენა, რომ თუ მარკეტერს არ აქვს წარმოდგენა, როგორი იყო მომხმარებელთა გამოცდილება ბოლო 12 წლის მანძილზე, ის ბევრ ფულს წააგებს“, — განმარტავს ქუქი.

მეტიც, AI ალგორითმები მარკეტერებს მონაცემების სწორად გაანალიზებაში ეხმარება, იქნება ეს ქცევითი თუ გარემო ფაქტორები, რითაც კორელაციების პოვნაც მარტივდება. მას შეუძლია, მარკეტერებს ის ინსაითები გააცნოს, რომლებიც მათ უკეთეს მომხმარებელთა გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს გაუმჯობესებული ხარისხით, ეფექტური შეტყობინებით, გაყიდვებისთვის საჭირო უკეთესი რესურსებითა თუ ხელსაწყოებით.

როგორ გამოვიყენოთ AI მეტი კრეატიულობისთვის?

დღეს მარკეტერების უმრავლესობა AI-ს კონტენტის შესაქმნელად იყენებს, არადა, ექსპერიმენტები უფრო მნიშვნელოვანია, რის შესაძლებლობასაც სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს. ასე კრეატიულობის მასშტაბიც კი ფართოვდება…

მჯერა, რომ ნებისმიერი ბრენდი კონკურენტებს შორის 2 რამით შეიძლება გახდეს გამორჩეული. პირველი კრეატიულობაა, მეორე კი მონაცემების კარგად გამოყენება. ხოლო, როცა ორივე ერთად გვაქვს და ის მომხმარებელთან დასაკავშირებლად გამიზნულად და დაფიქრებულად გამოიყენება, შედეგებიც არ აყოვნებს.

ამგვარად შექმნა Performance Art-მა მსოფლიოში პირველი სრულად გენერაციული ძიებისა და ნიშნების სისტემა, რასაც The Greatest Guide უწოდა:

როგორ შევამჩნიოთ AI-ის თანმხლები რისკები და შეზღუდვები?

მონაცემები, მიკერძოებები, კონფიდენციალურობის საკითხები თუ ტექნოლოგიური შეზღუდვები… მარკეტერებმა, სააგენტოებმა და ბრენდებმა ამაზე თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დააბალანსონ ექსპერიმენტებისა და მართვის პროცესი. თქვენ უნდა შეძლოთ, რომ AI-ის მიღმა არსებული ეთიკა და მონაცემები სწორად გაიაზროთ. 

აქ A Prompt for Ukraine-ის კამპანია შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც Performance Art-მა იმ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის შექმნა. მოკლედ რომ გითხრათ, საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელი მხოლოდ 2 წლის მონაცემებზე იყო გაწვრთნილი და არაფერი იცოდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ… 

NewsGuard-ის 2023 წლის კვლევამაც კი დაადასტურა, რომ ძალიან განვითარებულ AI მოდელებსაც აქვს ხარვეზები… რაც შეეხება მიკერძოებებს, უკვე მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ChatGPT-მ გენდერული მიკერძოებების წინაშე დაგვაყენა, მაგალითად ეკონომიკის პროფესორად მხოლოდ კაცს მიიჩნევს… არასწორმა თუ მიკერძოებულმა ინფორმაციებმა მომხმარებლები შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს, შესაბამისად, ბრენდების რეპუტაციაც რისკის ქვეშ დააყენოს. ამასთან, ქუქი კონფიდენციალობის საკითხებსაც შეგვახსენებს, რადგან ასე ბიზნესებმა, შესაძლოა, სენსიტიურ მონაცემებზე დაკარგონ წვდომა. 

„მარკეტერები ფრთხილად უნდა იყვნენ საქმის კეთებისას, მაგრამ ეს AI-ზე უარის თქმას არ ნიშნავს. მარტივია შედეგებსა თუ მათემატიკურ ციფრებში ჩაძირვა, იმის დავიწყება, რომ ბოლოს საქმე ადამიანებთან გვაქვს… დიახ, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენივე არაპროგნოზირებადი დიდებით. ხოლო შემოქმედებითობა, რომელიც გვაკავშირებს, ქმნის ემოციებს და გვაწვდის ბრენდის მიზანს, ყოველ ჯერზე საუკეთესო შედეგებს მიაღწევს. მარტო AI კი ამას კარგად ვერ მოახერხებს, ჯერჯერობით მაინც…“, — აცხადებს ქუქი. 

PANTONE-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ფერები დაასახელა

McDonald’s უკვე Bolt Food-ზეა!