მომხმარებელთა შენარჩუნება გრძელვადიანი წარმატების გასაღებია… სტატიაში კი 5 სტრატეგიას გაგიზიარებთ, რომლებიც არსებული რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
1. დარწმუნდით, რომ თქვენი პროდუქტის Road Map ემთხვევა მომხმარებელთა შენარჩუნების მიზნებს
რთული ეკონომიკური გარემოს გამო, განიხილეთ, რომელ ფუნქციებს ექნება ყველაზე მაღალი ზეგავლენა შენარჩუნების მაჩვენებლებზე. აქ ერთი კომპანიის მაგალითს გაგიზიარებთ: ახალი ფუნქცია ჩაუშვეს, რომელიც არსებულ პროდუქტებს აუმჯობესებდა, მომხმარებლებში სენტიმენტებს აღძრავდა და მისი გამოყენებისკენ უბიძგებდა მათ. სათქმელად კი მარტივია, რადგან ამ ინიციატივაში პროდუქტის ხელმძღვანელები რთულად შეიძლება გამოგყვნენ… თუმცა აჩვენეთ, ფინანსურად რა გავლენა ექნება მას და შემდგომ ყველაფერი დალაგდება.
2. გააუმჯობესეთ მომხმარებელთა ჩართულობის სტრატეგიები
განიხილეთ, სად სჭირდება შეხების წერტილებს გამოსწორება და როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ კურსი ისე, რომ მომხმარებელთა საჭიროებები უკეთ დააკმაყოფილოთ…
3. ფოკუსირდით შედეგებზე, რომლებიც დღეს არის მნიშვნელოვანი
ყოველწლიურ მიზნებზე საუბრის გარდა, იმის გააზრებაც მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცვლება ისინი. ამიტომ, თვალი ადევნეთ მომხმარებლებს, რა აინტერესებთ მათ და მიზნებიც ამას შეუსაბამეთ.
4. ინვესტიციები ჩადეთ დოკუმენტებში
ცოდნის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს კომპანიას 10 მომხმარებელი ჰყავს თუ 10 000. აუცილებელია, მომხმარებელთა მოგზაურობის ყველა დეტალის შესწავლა, მაგრამ რას იტყვით საკითხზე, რომელიც თქვენი დაკარგული სამუშაო ძალის შესწავლას გულისხმობს?! თუ ადამიანებს დაკარგავთ, თქვენ ამით არ უნდა დაკარგოთ ის, რაც იციან ან რასაც აკეთებდნენ. ეს კი მარტივი ხელსაწყოებითაა შესაძლებელი, რომლებიც მომხმარებლების თითოეულ ნაბიჯს მიჰყვება.
5. გაიაზრეთ თქვენი მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტრენდები
ეს იმის გაგებას გულისხმობს, თუ რა სჭირდება თქვენს მომხმარებლებს. ამიტომ, უნდა ისწავლოთ, როგორ შეაფასოთ და გამოიყენოთ მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მათსავე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასევე, კარგი იქნება, თუ ამ კუთხით არსებულ ტრენდებს გადახედავთ, ეს მათ შენარჩუნებაში დაგეხმარებათ…
და ბოლოს, თუ კი არსებობს რაიმე, რაც 2023 წელმა გვასწავლა, ის არის, რომ უპირველესად, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რაც გვაქვს…