in

რას ეფუძნება მომხმარებლებთან ურთიერთობა სოციალურ მედიაში?

რთულია, ვერ შეამჩნიო ხარისხის ის ევოლუციური ცვლილებები, რაც სოციალურმა მედია მარკეტინგმა ბოლო წლებში შემოგვთავაზა. ცვლილება არა მარტო არხებსა და პლატფორმებზე განთავსებულ კონტენტშია, არამედ იმაშიც, თუ როგორ გამოიყენეს ბრენდებმა ეს შესაძლებლობა მომხმარებელთა გულის მოსაპოვებლად. თუმცა როგორ უნდა მიაღწიოთ ასეთ ცვლილებას ხარისხში? ან როგორ ახერხებს ბრენდი და მისი კონტენტი აუდიტორიაზე ხანგრძლივ ზეგავლენას? 

მოდით, ახლა თეორიისკენ გადავინაცვლოთ: რეალურად შესანიშნავი სოციალური ბრენდის კამპანიების მნიშვნელოვანი მახასიათებლები პერსონალური ურთიერთობების საუკეთესო ელემენტებს ასახავს, საუბარია ნდობაზე, თანაგრძნობაზე, ერთგულებაზე, იუმორსა და კომუნიკაციის გამორჩეულ უნარებზე. 

  • როგორია ურთიერთობა ნდობის გარეშე?

Airbnb-მდე სრულიად უცხო ადგილზე უცნობი ადამიანის სახლში დარჩენის იდეა სიგიჟეს ჰგავდა… კომპანიის წარმატება კი ასივე პროცენტით ნდობამ განაპირობა; ასევე, ბრენდის, მომხმარებლებისა და მისივე ჭკვიანური რეპუტაციის სისტემამ, იმან, რასაც ეს ნდობა ემყარება — ჩვენი უსაფრთხოების დაცვა, უნიკალური და ხელმისაწვდომი მოგზაურობის გამოცდილება. 

რეპუტაცია სწორედ ნდობის შედეგად იქმნება და Airbnb-ის გულშია მოქცეული მასპინძლებთან თუ სტუმრებთან ურთიერთობებისას, რომლებიც ამ მომსახურებით ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ მის სოციალურ არხებზე ყველაზე მაღალი შედეგების მქონე კონტენტი ამას ეყრდნობა, იქნება ეს პლატფორმით გამოცდილების გაზიარება თუ მისი გამოყენება კრიზისის დროს.

  • გულით თანაგრძნობა

საქველმოქმედო მარკეტინგის თანაგრძნობაზე ფოკუსირება ნამდვილად არ არის სიახლე, თუმცა ის, რასაც Macmillan Cancer Support აკეთებს, აშკარად იმსახურებს აღნიშვნას. ბოლო წლებში ორგანიზაციამ ტონი შეცვალა და ბევრად პერსონალური გახდა. ეს თამამი ნაბიჯია, რომელიც თავისი თანამშრომლების, მოხალისეების, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების ისტორიებს იყენებს. თუმცა მათი თანამგრძნობი მიდგომით საქველმოქმედო ორგანიზაცია ფართო აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დამყარებას ახერხებს. აუდიტორიას ეუბნება, რეალურად, რას ნიშნავს კიბოსთან ერთად ცხოვრება… 

  • ლოიალობა იწვევს ლოიალობას

ბრენდები, რომლებიც ინდუსტრიაში დიდ ცვლილებებს გვთავაზობენ, ნამდვილად იმსახურებენ აღიარებას. მაგალითისთვის ავიღოთ buyers club Beauty Pie — ძვირიანი სილამაზის პროდუქტების ღირებულება იმ გამოწერის მოდელით შეამცირა, რომელიც დროთა განმავლობაში მომხმარებელთა შენარჩუნებას აადვილებს. 

სოციალურ არხებზე უფრო გრძელი, საგანმანათლებლო კონტენტით, ბრენდს შეუძლია, მკაფიოდ გაუსვას ხაზი თავისი პროდუქტებისა და მომსახურებების სარგებელს, ადეკვატური ფასების შენარჩუნებისა და მაღალი ხარისხის ჩათვლით. ასე კომპანიამ მომხმარებლები ლოიალურ ადვოკატებად აქცია, რომლებიც მას დაეხმარა, ორგანულად მიეღო სუპერ ჩართული საზოგადოება. 

  • იუმორის კარგი გრძნობა მნიშვნელოვანია

Surreal-ის ბრენდმა მარცვლეულის ბაზარზე გარღვევა უბრალოდ თავისი პროდუქტით კი არ მოახდინა, არამედ კომპანიის სახალისო სოციალური კამპანიებითა და კონტენტით. პლატფორმებზე, სადაც ადამიანები გართობისთვის არიან, აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაც უფრო მეტად იუმორითაა შესაძლებელი. 

  • კომუნიკაცია მთავარია

ყველა ზემოთ ხსენებულ ბრენდს მკაფიო კომუნიკაციის სტრატეგია აქვს, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ბრიტანული ტელეკომუნიკაციების კომპანია Sky. მან იცის, როგორ განათავსოს ბაზარზე წარმატებით მისი პროდუქტები და თავისი მისიით, რაც ყველასთვის ცხოვრების უკეთესად ქცევას გულისხმობს, როგორ გააუმჯობესოს ე. წ. კულტურის ეკონომიკა, როგორ შეამციროს გარემოზე გავლენა ან როგორ მიმართოს უთანასწორობის პრობლემას.

ციფრულ სამყაროში, რომელიც გადაჭედილია კონტენტით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებულ ბრენდებს თავის აუდიტორიასთან ზუსტად ის ძაფები აკავშირებს, რომლებიც ძლიერ პერსონალურ ურთიერთობებს უზრუნველყოფს. სოციალური მედიის მუდმივად განვითარებად სამყაროში კი უნდა გვახსოვდეს, რომ ლოგოებისა და კამპანიების მიღმა, ადამიანებზე ორიენტირებული ღირებულებები იქნება ის, რაც ბრენდებს ჩვენს გულში, გონებასა და ცხოვრებაში დაამკვიდრებს.

ლაითკოინის ჰალვინგი 2023 – როგორ აისახება ეს ლაითკოინზე

#სადანროგორ გავერთოთ 15-17 სექტემბერს — ღონისძიებების კალენდარი