in

როგორ გავაუმჯობესოთ მომხმარებლებთან ურთიერთობა? — ექსპერტთა რჩევები

შემოქმედებით ინდუსტრიაში წარმატება მხოლოდ ნიჭით სულაც არ მიიღწევა და აქ მთავარი კომუნიკაციაა. სწორედ ამიტომ რჩევებს შემოგთავაზებთ მომხმარებლებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და აქვე ექსპერტების მოსაზრებებსაც გაგაცნობთ:

1. პოზიციონირდით, როგორც პარტნიორი და არა, მომმარაგებელი

თუ დიზაინერ სტეფენ ლედუიგს დავუჯერებთ, უნდა ვპოზიციონირდეთ, როგორც პარტნიორი და არა, მომმარაგებელი, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მომხმარებლისთვის ღირებულების შეთავაზება და მოვძებნოთ შესაძლებლობები ბრიფის მიღმა გასასვლელად — ამ მიდგომით უბრალოდ პროექტის ამოცანებს კი არ შეასრულებთ, არამედ ახალ გზებსაც იპოვით მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მასთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

Super Eight Studio-ს წარმომადგენელი მეტ ჰამიც სწორედ ნდობაზე საუბრობს — როცა ეს საფუძველი გაქვთ, მომხმარებლებთან მუშაობა მარტივდება. როგორ უნდა დაიწყოთ? იყავით ავთენტური და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მთავარი მკაფიო კომუნიკაციაა. განავითარეთ ნამდვილი, ადამიანური კავშირები.

2. გქონდეთ „არა“-ს თქმის გამბედაობა

ყველას კი გვინდა რომ მოვწონდეთ, მაგრამ ხანდახან არას თქმაც საჭიროა.

მომხმარებლებს არ სურთ დიზაინერი, რომელიც უბრალოდ დავალებულ საქმეს ასრულებს, ადამიანი სჭირდებათ, რომელიც ფიქრობს, პრობლემებს უმკლავდება და მოულოდნელ რაღაცებს სთავაზობს მათ, — ამბობს ალექს ფოქსლი, ილუსტრატორი.

3. ჩამოაყალიბეთ მკაფიო პროცესები და კომუნიკაციები

ხშირად მომხმარებლები ემოციურად უფრო დატვირთულები არიან, ამიტომ, პროცესში სიცხადის შეტანა თქვენ გევალებათ. ამგვარად, პროცესები გამჭვირვალედ უნდა აქციოთ, კომუნიკაცია მკაფიოდ და ასე ნდობას მოიპოვებთ, დაარწმუნებთ მას, რომ ინვესტიციას სწორ ადამიანში დებს.

4. გაიაზრეთ მომხმარებელთა გამოწვევები დასაწყისშივე

რაღა თქმა უნდა, მომხმარებლის საჭიროებები კარგად უნდა გაიცნოთ, მათი გამოწვევებიც, მოლოდინებიც და მიზნებიც. ეცადეთ, თავი მათ ადგილზე წარმოიდგინოთ, ემპათიური იყავით, შესთავაზეთ გამოსავალი, რომელიც მიზეზს უმკლავდება და არა, სიმპტომებს, ასე კი მათი ბიზნესისთვის მეტად ღირებული გახდებით. 

5. იხუმრეთ, როცა შესაფერისი დრო იქნება

ილუსტრატორი ჯონ კუპერი გვეუბნება: ნუ შეუშინდებით იუმორის გამოყენებას, თუმცა, სწორად განსაზღვრეთ, როგორ გამოიყენოთ ის. მიმართეთ პოზიტიურ იუმორს მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად — სარისკოა, მაგრამ თუ სწორად გააკეთებთ, ნდობასაც მარტივად მოიპოვებთ.

6. იმუშავეთ თქვენი ღირებულებების შესაბამისად

ჰარმონიისთვის სამუშაო სტილისა და ღირებულებების თავსებადობაა საჭირო — როცა თქვენ და თქვენი მომხმარებლები ერთ აზრზე ხართ, პატივს სცემთ ერთმანეთის დროსა და მუშაობას, ურთიერთობა ძლიერდება და უმჯობესდება, რადგან პროცესში ნდობა ყალიბდება.

ღირებულებების შესაბამისად მუშაობა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ამ დროს რეალურად იაზრებთ მომხმარებელთა პრობლემებს და მათთან გამკლავებასაც საუკეთესოდ ახერხებთ, საქმეს უბრალოდ ტექნიკურად კი არ ასრულებთ, არამედ ემოციურად და ემპათიურად ხართ მასში ჩართული. შედეგებიც შესაბამისია. 

7. გააძლიერეთ პერსონალური კავშირი

დაბოლოს, ექსპერტები იმასაც გვეუბნებიან, რომ ადამიანები ჩვენთან მხოლოდ პროფესიონალიზმის გამო არ მოდიან, გამოცდილებაც სურთ, გამხნევებაც და შემოქმედებით საზოგადოებაში ჩართვაც. ამიტომ, მათთან პერსონალური კავშირის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია — ეს დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემა საერთოდ აქციოთ, დაიმეგობროთ და ერთად ეძებოთ გადაჭრის გზებიც. 

გამოდის, შემოქმედებით სფეროში გრძელვადიანი წარმატების მიღწევა თუ გსურთ, მომხმარებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოთ.

DAS-ის ქართული ანიმაცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

როგორ ვებრძოლოთ კრეატივის დაბლოკვას – რჩევები იდეების მოსახმობად