in

მომხმარებლის შენარჩუნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შეძენა

მარკეტერები უმეტესწილად შეპყრობილნი არიან მომხმარებლის შეძენის სურვილით და იშვიათად შეხვდებით, რომ არსებულთა შენარჩუნებაზე იყოს საუბარი. ისინი თავიანთ მოვალეობებს შესრულებულად მაშინ მიიჩნევენ, თუ ახალი მომხმარებელი მოიზიდეს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მეორე კომპონენტი – მომხმარებლის შენარჩუნება ყურადღების მიღმა უნდა დარჩეს.

მარკეტინგულ კონტენტს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი პოტენციური კლიენტების მოზიდვაზეა ორიენტირებული. პოსტებისა თუ რეკლამების ძირითადი ნაწილი ისეთი პროდუქტის გაცნობას ეთმობა, რომელიც არსებულმა მომხმარებელმა უკვე იცის და ფიქრობს – „კი, მაგრამ რას მთავაზობს ეს ბრენდი მე ახალს?” 

მარკეტინგული შეხვედრების დროს უნდა დაისვას არა მხოლოდ ის კითხვა – როგორ მოვიზიდოთ ახალი კლიენტები, არამედ ისიც, თუ როგორ შევინარუნოთ კლიენტი, რომ არ გაუჩნდეს სხვაგან წასვლის სურვილი. 

შექმენით და განსაზღვრეთ ურთიერთობა

რას ეძებენ თქვენი აქტიური მომხმარებლები? ამის გაგებით დააკმაყოფილებთ მათ საჭიროებასა და სურვილებს. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა კლიენტთან ურთიერთობა ერთნაირი არ არის. ისინი ყველანი განსხვავებულები არიან და ჩვენგან ინდივიდუალურ მიდგომას ელიან. განსაზღვრეთ მათთან ურთიერთობის ფორმა და მოარგეთ თქვენი აქტიურობა მათ.

ჩამოაყალიბეთ მოლოდინები და სწორად მიიტანეთ ისინი მომხმარებლამდე

ის ფაქტი, რომ პირველი შთაბეჭდილების მოხდენის მხოლოდ ერთი შანსი გეძლევათ, საშუალებას გაძლევთ, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგათ. პირველ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა თავის ბრწყინვალებას ინარჩუნებს და მომავალშიც ახერხებს გამეორებას. დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯოთ, რომ ყოველი შემდგომი ურთიერთობა პირველ, სასიამოვნო ინტერაქციას ჰგავდეს. 

ამისთვის კომუნიკაციის გარდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პროდუქტისა და გამოცდილების სრულყოფილება. ღირებულების ჩვენება ცალსახად მნიშვნელოვანია, თუმცა მუდმივი დამტკიცების სტრატეგია არანაკლებად დიდ როლს თამაშობს. ასე რომ, შეინარჩუნეთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ხარისხი და არ გააწბილოთ მომხმარებელი. გაითვალისწინეთ, რომ ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის ძირითადი კომპონენტია.

Hermès პირველი საბავშვო სუნამოთი ბავშვობის მოგონებებს აერთიანებს

Instagram მომხმარებლებს ტროლების პოზიტიურად დაბლოკვას სთავაზობს