ამ სახალისო რეკლამაში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ობიექტები თავად ხდებიან მოგზაურები — საკულტო ხელოვნების ნიმუშები თავიანთ ჩარჩოებსა და სადგამებს ტოვებენ, რათა ახალ ადგილებს ეწვიონ. მონა ლიზა, გოგონა მარგალიტის საყურით, მიქელანჯელოს დავითი და როდენის მოაზროვნე მოგზაურობის თავგადასავლებში ეხვევიან…
„ამ კამპანიით მარკეტინგის ფუნდამენტურ პრინციპებს დავუბრუნდით. ვიცით, რომ მოგზაურობა გამორჩეულობასა და გამოწვევებთანაა დაკავშირებული, სადაც ემოციური ფონი უდიდეს მნიშვნელობას ასრულებს“, — ამბობს გაბრიელა ნეიდეკერი, ავიაკომპანია easyJet-ის მარკეტინგის დირექტორი.
იმის ნაცვლად, რომ ციფრული ავატარები შეექმნათ ან ხელოვნური ინტელექტი გამოეყენებინათ, easyJet-მა და კრეატიულმა სააგენტო VCCP London-მა ხელოვნების ნიმუშები გააცოცხლეს. „ვფიქრობთ, მოგზაურობის ჭრილში 500 წლის განმავლობაში ერთ ადგილზე მყოფი ობიექტების გასუბიექტება უფრო კრეატიული ნაბიჯი იყო, რადგან მათში დაგროვილი მძაფრი სურვილი სიმბოლურ დატვირთვას იძენს“.