in

მონაცემთა მეცნიერება ცხადყოფს, რატომ ერიდებიან მწერლები ზმნიზედების ხშირ გამოყენებას

სტივენ კინგს ზმნიზედები ეზიზღება!

“მან კარი მაგრად დახურა”

pasha-statiebi
pasha-statiebi

“მან კარი მიიჯახუნა” 

თუ თქვენ სტივენ კინგი ხართ, მეორე წინადადება გხიბლავთ, პირველი კი გძულთ… კინგს ზმნიზედები ეზიზღება. “ზმნიზედები პასიური ხმის მსგავსად, როგორც ჩანს, გაუბედავი მწერლის გონებაში შეიქმნა. ზმნიზედით მწერალი გვეუბნება, რომ შიშობს, გამოხატავს თუ არა საკუთარ თავს ნათლად, თითქოს ზუსტად ვერ იგებს რაღაც არსსა და სურათს” – ამბობს კინგი.

საინტერესოა, რამდენად ხშირია ზმნიზედის “სიძულვილი” მწერლებში… ბენ ბლანტის მიერ ათასობით წიგნზე ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც მის წიგნშია მოცემული  (“ნაბოკოვის საყვარელი ფერია მოვარდისფრო-იისფერი”), გვიჩვენებს, რომ კლასიკოსი და ბესტსელერი ავტორების უმეტესობა შედარებით მცირე რაოდენობის ზმნიზედას იყენებს.

როგორც ჩანს, კრიტიკოსები უფრო მეტად აფასებენ მწერალთა იმ წიგნებს, რომლებშიც 10 000-ზე ნაკლები ზმნიზედაა გამოყენებული. რა თქმა უნდა, ზმნიზედების შემცირება მყისიერად საოცარ ან ბესტსელერ მწერლად არ გაქცევთ. თუმცა, რადგანაც, მათ ხშირ გამოყენებას “დიდი მწერლები” თავს არიდებენ, ამის გათვალისწინება არც ჩვენთვის იქნება ურიგო.

კიდევ რას გვეუბნება ბლანტის ანალიზი?

  • საუკეთესო წინადადებები მოკლეა (მაგალითად, “ნაშუადღევს ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ, მე ირინე კლაუსონთან ერთად ვქურდობდი” – წიგნიდან “ქემერონ პოსტის არასწორი აღზრდა”).
  • კაცი ავტორები ქალ ავტორებზე ხშირად იყენებენ კლიშეებს.
  • პირველი აღიარებული წიგნის შემდეგ, ავტორების 72% უფრო დიდ მეორე წიგნს გამოსცემს. (როდესაც პირველი წიგნი წარმატებულია, თქვენდამი ნდობა იზრდება და ამასთან ერთად – მწერლის ეგოც. ხალხს სურს იმის წაკითხვა, რასაც აღიარებული მწერალი წერს).

უკანასკნელი პუნქტი ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს ეხება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ უფროსი, თქვენ საზღვრავთ მიმართულებას და თქვენ გაქვთ ყველა კითხვაზე პასუხი. თუმცა, გახსოვდეთ, თუ მკითხველს არ შეუძლია, მალევე გაიგოს, რისი თქმა გსურთ, თქვენი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

კარგი ნაწერი ცხად, აშკარა აზრს იძლევა. კარგი ნაწერი აზრიანია. კარგი წერა საქმეს აკეთებს. 

ეს არ ეხება მხოლოდ ნაწარმოებს, არამედ უბრალოდ ელექტრონული ფოსტის გაგზავნის დროსაც დაფიქრდით თქვენს მიზანზე – რისთვის არის ის განკუთვნილი? რას ემსახურება? განათლებას, დარწმუნებას, გაყიდვას, ურთიერთობის დამყარებას თუ უბრალოდ ინსტრუქციული ხასიათისაა? და ა. შ. თუ თქვენ არ გაქვთ რაიმე ცხადი მიზანი, არც წერილის გაგზავნა ღირს.

ზუსტად განსაზღვრეთ ის, რისი შესრულების იმედიც გაქვთ. 

შემდეგ კი შეინარჩუნეთ მოკლე წინადადებები. ზმნიზედის ნაცვლად ზმნები გამოიყენეთ. მოერიდეთ კლიშეებს. როდესაც ტექსტის წერას დაასრულებთ, აუცილებლად შეამცირეთ მესამედით – შედეგი უფრო ზუსტი, გასაგები და პრაქტიკული იქნება. გაიხსენეთ მარკ ტვენის სიტყვები: “მე დრო არ მქონდა, რომ თქვენთვის მოკლე წერილი დამეწერა, ასე რომ გრძელი წერილი დაგიწერეთ”.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნუ ეცდებით, რომ იყოთ ხელოვანი. უბრალოდ იყავით ტექნიკოსი, რადგან შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელექტრონული წერილი, ანგარიში, ნაწარმოები თუ სხვა… საქმეს მხოლოდ კარგი ნაწერი ასრულებს.



ვოლფსბურგი – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც მენეჯმენტის ინოვაციურ სისტემა OKR-ს გამოიყენებს

„გულწრფელობა, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ხელოვანისთვის“ – თეონა კოხოძე