მუზეუმები „ლუვრი“ და „გრან პალე“ მონა ლიზას ციფრული ინსტალაციის წარდგენას გეგმავენ. ლეონარდო და ვინჩის შედევრის ფრანგული სახელით „ჯოკონდა“, მულტიმედიური შოუ ნამუშევრის ისტორიას ექვსი თემის ირგვლივ გაშლის. შეისწავლის მის მოგზაურობას დიდებისკენ და გავლენას, რომელიც ხელოვნების სამყაროზე მოახდინა.
გარდა ამისა, მაღალტექნოლოგიური გამოფენა მონა ლიზას უფრო ახლოდან ნახვის საშუალებას მოგცემთ, რაც, თავის მხრივ, აღმოფხვრის იმედგაცრუებას, რომელიც აქამდე ბევრ მნახველს, ნახატის ზომის გამო, ჰქონდა. გამოდის, რომ ციფრული ინსტალაციის ნახვისას თქვენ აღარ მოგიწევთ, იდაყვზე დაყრდნობა.
ინსტალაციებიდან მიღებული დადებითი რეაქციების გამო, მუზეუმები ახლა უფრო სერიოზულად უყურებენ ამ ინტერაქტიულ ასპექტს.
„Grand Palais 2024 წელს ხელახლა გაიხსნება, უმასპინძლებს იმერსიულ ციფრულ გამოფენებს და კონკრეტული პროგრამის საზღვარგარეთ გატანაზე იზრუნებს“ – ამბობს The Art Newspaper.