in

როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა მონაცემები ლოიალობის შესაქმნელად

ბოლო დროის მარკეტინგულ კონფერენციებსა თუ ვებინარებზე აქტიურად განიხილებოდა ლოიალობის საკითხი მარკეტინგში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი ლოიალობის პროგრამებს შეღავათების მისაღებად მიმართავს, ბაზარი სწრაფად ივსება კონკურენციით. თუ ბრენდებს სურთ გამოირჩეოდნენ, მათ უფრო დახვეწილი მიდგომის შემუშავება მოუწევთ.

მონაცემები, როგორც ლოიალობის სამშენებლო მასალა

ეპოქაში, სადაც პერსონალიზაცია დომინირებს და მომხმარებელთა მოლოდინები მუდმივად იზრდება, ლოიალობის პროგრამები არა მხოლოდ განმეორებითი შესყიდვების საშუალებად იქცა, არამედ მონაცემთა საგანძურია. მიუხედავად ამისა, ბევრი ბრენდი ჯერ კიდევ არასაკმარისად იყენებს ამ მონაცემების პოტენციალს. სტრატეგიულად გამოყენებული ლოიალობის მონაცემებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის უფრო ღრმა ინფორმაციის მოძიება, მარკეტინგული ძალისხმევის ოპტიმიზაცია და უფრო ძლიერი, ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება.

გაიგეთ მომხმარებლის ქცევა

ბრენდებმა უნდა გააანალიზონ:

  • შესყიდვების სიხშირე
  • პროდუქტის საჭიროების სიხშირე
  • სეზონური ტენდენციები
  • არხების გამოყენება

ეს არის მონაცემები, რომლითაც ბიზნესებს შეუძლიათ მომხმარებლების სეგმენტირება რეალური ქცევის მიხედვით. 

მაგალითად, ორმა მომხმარებელმა შეიძლება წელიწადში ერთი და იგივე თანხა დახარჯოს, მაგრამ ერთმა შეიძლება განახორციელოს მაღალი ღირებულების, იშვიათი შესყიდვები, ხოლო მეორემ რეგულარულად იყიდოს მცირე ზომის ნივთები. მათი მოტივაცია და საჭიროებები განსხვავებულია – ბრენდი ამას უნდა ხვდებოდეს.

გამოიყენეთ მონაცემები მასშტაბური პერსონალიზაციისთვის

მონაცემები საშუალებას აძლევს ბრენდებს, გასცდნენ ზოგად შეტყობინებებს და შესთავაზონ ჰიპერპერსონალიზებული გამოცდილება. ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • წარსული შესყიდვების საფუძველზე მორგებულ აქციებს
  • მიზნობრივ პროდუქტის რეკომენდაციებს
  • დაბადების დღის საჩუქრებს
  • სპეციფიკურ შეთავაზებებს 

ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დახმარებით, ბრენდებს ახლა შეუძლიათ ლოიალობის მონაცემებზე დაფუძნებული პერსონალიზაციის ავტომატიზაცია, რაც მომხმარებელთან ერთი ერთზე ურთიერთობის შთაბეჭდილებას ქმნის.

დაკვირვება მომხმარებლის პასიურობაზე

ზოგჯერ მომხმარებელი პასიურობს და აღარ სარგებლობს ბრენდის პროდუქტებითა და სერვისებით. თუკი ბიზნესი ყურადღებითაა თავის მონაცემებთან, მას შეუძლია, პრაქტიკულად ჩაერიოს შემდეგი გზით:

  • ხელახალი ჩართულობის კამპანიების გაგზავნით
  • დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაკეთებული შეთავაზებით
  • გამოკითხვების ჩატარებით, რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი
  • საინტერესო ახალი ფუნქციების ან პროდუქტების გამოკვეთით

გამოიყენეთ ლოიალობის მონაცემები პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებების გასაუმჯობესებლად

ლოიალობის მონაცემები მხოლოდ მარკეტინგის გუნდისთვის არ არის. პროდუქტის შემუშავებას, მომხმარებელთა მომსახურებასაც კი შეიძლება სარგებელი მოუტანოს. 

ძირითადი მონაცემები, რომლებსაც თანამედროვე ლოიალობის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს:

  • სოციალური მედიის ჩართულობა
  • მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი
  • რეკომენდაციები და მიმოხილვები
  • მდგრადობის მცდელობებში მონაწილეობა

ლოიალობის მონაცემების ჭკვიანურად გამოყენებით, ბრენდებს შეუძლიათ, უკეთ გაიცნონ თავიანთი მომხმარებლები, პერსონალიზება გაუკეთონ თითოეულ გამოცდილებას და საბოლოოდ უფრო ღრმა, მომგებიანი ურთიერთობები დაამყარონ.

Hinge-ის აპლიკაცია იმისთვის შექმნეს, რომ წაშალოთ

შეიძინე პრემიუმკლასის აპარტამენტი ბაკურიანში, Crystal Park Hotel-ში