Moncler-მა შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის სპეციალური კამპანია Moncler Beyond და სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. იტალიური ბრენდისთვის 1 წუთიანი შავ-თეთრი ვიდეოს მომზადებაზე ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოხელოვანმა კრეიგ მაკდინმა იმუშავა. კამპანიაში მონაწილეობას არაერთი მოდელი და ცნობილი სახე იღებს, მათ შორის, მსახიობი მილი ბობი ბრაუნი.














