in

აქტივისტებმა მონეს ნამუშევარს პიურე გადაასხეს

ამ ეტაპისთვის კლოდ მონე ბოლო მხატვარია, რომელიც საკვებთან დაკავშირებული კლიმატის პროტესტის ყურადღების ცენტრში მოექცა — გერმანიის გარემოსდაცვითი ჯგუფის წევრებმა მის ერთ-ერთ სურათს (Les Meules) კარტოფილის პიურე ესროლეს. ეს ყველაფერი კი ვან გოგის „მზესუმზირების“ ინციდენტიდან 9 დღის შემდეგ მოხდა, როდესაც ნამუშევარს ტომატის სუპი შეასხეს.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათი ქმედება ერთგვარ გამოსაფხიზლებელ „ზარს“ წარმოადგენს, რაც კლიმატის კატასტროფებს ეხება. „ხალხი შიმშილობს, ხალხი იყინება, ხალხი კვდება“, — ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

„კლიმატის კატასტროფაში ვიმყოფებით და თქვენ სურათზე პომიდვრის სუპის ან კარტოფილის პიურეს შესხმის გეშინიათ. იცით, მე რისი მეშინია? მეშინია, რადგან მეცნიერების თქმით, 2050 წლისთვის ოჯახების გამოკვებას ვეღარ შევძლებთ. პიურემისხმული სურათი გაიძულებთ მოსმენას? ეს ნახატი ფასს დაკარაგავს, თუ საჭმელზე ჩხუბი მოგვიწევს. როდის დაიწყებთ მოსმენას და შეწყვეტთ ჩვეულ საქმიანობას?“

მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, ნახატი მინით იყო დაცული, მოგვიანებით კი მუზეუმმა განაცხადა, რომ ის სრულიად უვნებელია.

ახალი უბანი პარკის კონცეფციით – კიკვიძის ბაღთან „პარკს თაუნი” შენდება

Audi-ს ახალმა პატენტმა ელექტრომობილების ხანძრის საფრთხე მარტივად გადაჭრა