ჯერ დავიწყოთ იმით, თუ ვინ არიან მიკრო-ინფლუენსერები. ამის განმსაზღვრელი ერთი კონკრეტული საზომი არ არსებობს. მეტწილად, ეს არიან ინფლუენსერები, რომელთა ონლაინ აუდიტორია 100,000-ზე ნაკლებ გამომწერს მოიცავს. აქ მთავარი ისაა, რომ აუდიტორიის ზომის ზრდასთან ერთად, მცირდება გამომწერების ჩართულობა. სწორედ აქედან მომდინარეობს აზრი, რომ ინფლუენსერების რაოდენობის სიდიდე სულაც არ განსაზღვრავს თქვენი საკომუნიკაციო კამპანიის წარმატებას.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ადამიანები უფრო მეტად იქნებიან ჩართული მიკრო-ინფლუენსერების კომუნიკაციაში. ისინი, უფრო მეტად იცნობენ და მიყვებიან მიკრო-ინფლუენსერებს. მიკრო-ინფლუენსერებმა კარგად იციან, რა მოსწონს მათ აუდიტორიას. სწორედ ამიტომ, კონკრეტული და ჩართული აუდიტორიის უფრო მცირე რაოდენობით შედეგის მიღწევა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე უფრო დიდ აუდიტორიაზე გათვლების კეთებით.
ნდობა და ავთენტურობა – ესაა ორი საკვანძო მიზეზი, რის გამოც მიკრო-ინფლუენსერებს ასე ენდობიან. მიკროინფლუენსერები ნაკლებად აქვეყნებენ დასპონსორებულ რეკლამას და როდესაც ისინი საუბრობენ ბრენდებზე, მათ რეკომენდაციებს უფრო მეტად ენდობიან ერთგული გამომწერები.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიკროინფლუენსერებს შეიძლება კიდევ უფრო ენდობიან, ვიდრე ყოველდღიურ კლიენტებს, როდესაც საქმე ეხება რეკომენდაციებს, არის „ექსპერტის“ ფაქტორი. მარკეტინგულმა პლატფორმა Expertcity-მ აღმოაჩინა, რომ მიკრო-ინფლუენსერებთან 22,2-ჯერ ხშირადაა საუბარი შესყიდვაზე. უფრო მეტი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მიკრო-ინფლუენსერები უფრო დამაჯერებელი და სანდო ადამიანები არიან, უფრო მცოდნეები და უკეთ ხსნიან პროდუქტებს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის.
მიკრო-ინფლუენსერობის უარყოფითი მხარეები
ეს ყველაფერი იმალება სიტყვაში „მიკრო“ – შეიძლება გქონდეთ უკეთესი ჩართულობა და გავლენა უფრო კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე, მაგრამ ძალიან ხშირად მუშაობს უფრო დიდი აუდიტორიის მოცვა. იმისთვის, რომ მაკრო-ინფლუენსერების მსგავსი შედეგი მიიღონ, მარკეტერებმა უნდა იმუშაონ მიკრო-ინფლუენსერების მთელ ჯგუფთან, რაც რთული პროცესია. ერთ მხარესაა მიკრო-ინფლუენსერების პოვნა, მათთან მოლაპარაკება და მრავალფეროვანი კონტენტის მართვა მეორე მხარეს კი ერთ დიდ ინფლუენსერთან მუშაობა და ბევრი მარკეტერი ირჩევს მეორეს.
თუმცა ყველაფერი ასე დრამატულადაც არ არის, რადგან ხშირად მიკრო-ინფლუენსერების ჯგუფი გვაძლევს მაღალ შედეგებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კონვერსიას ეხება. მიკრო-ინფლუენსერის აუდიტორია უფრო სპეციფიკურია, უფრო მჭიდრო კავშირშია და მეტად სავარაუდოა, რომ გავლენა იქონიოს ადამიანების არჩევანზე.
როგორია ფულის გამომუშავება ბრენდებთან მუშაობით? რასაკვირველია, კარგია, რომ მარკეტერები აცნობიერებენ მიკრო-ინფლუენსერების მნიშვნელობას, თუმცა ჯერ კიდევ არ არიან მზად ფულის ბარაქიანად გადასახდელად და სანაცვლოდ ბარტერს ან საჩუქრებს სთავაზობენ.
თუმცა, ნუ გაგიცრუვდებათ იმედი. თუკი ბრენდის წარმომადგენელს აჩვენებთ, რა მოგების მიღება შეუძლია თქვენთან თანამშრომლობით ბიზნესს და რა გავლენას იქონიებთ აუდიტორიაზე, ამ კუთხით. ამ გზით შეძლებთ დაარწმუნოთ კომპანიები, რომ თქვენში ინვესტირება მათთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა.
ამ თვალსაზრისით, პირველი დაბრკოლება მათ რადარზე მოხვედრაა. დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით და განავითარეთ ვალიდაციის მოპოვებით. ფოკუსირდით თქვენს ანალიტიკაზე, რაც ერთგვარი მტკიცებულებაა, რომ თქვენთან თანამშრომლობა ნამდვილად ეფექტურია.
გაეცანით თქვენი აუდიტორიის დემოგრაფიულ მონაცემებს, სოციალური პლატფორმების, Google Analytics-ის მიერ მოწოდებული შეხედულებების მეშვეობით ან თქვენი აუდიტორიის უშუალო გამოკითხვით.
როგორ გამოვიმუშაოთ ფული აფილირებული მარკეტინგით?
აფილირებული მარკეტინგი მიკრო-ინფლუენსერებისთვისაც მიმზიდველია. აქ მთავარი თქვენი მიდგომაა. აირჩიეთ რამდენიმე პროდუქტი, რომელიც თქვენს კონტენტთან შედარებით ახლოსაა და მარტივად შეგიძლიათ გაუზიაროთ აუდიტორიას.
ამასთან, გაითვალისწინეთ თავად პროდუქტის ფასი ან შემოთავაზების ტიპი. ცხადია, უფრო ძვირადღირებული მეტი შემოსავალია, მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რამდენად შეგიძლიათ გამომწერებისთვის მისი ხარისხიანად გაზიარება, რათა ინტერესი გამოიწვიოთ. აფილირებული მარკეტინგი კომპლექსური მიმართულებაა. მხოლოდ შესაბამისი ბმულების მომხმარებლისთვის გაზიარებით ვერ შემოიფარგლებით. თუკი მომხმარებლის რომელიმე პროდუქტით დაინტერესება გსურთ, შექმენით შესაბამისი კონტენტი, რითაც დააინტერესებთ აუდიტორიას. დააკვირდით, როგორ აკეთებენ ამას სხვა მიკრო-ინფლუენსერები ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე.
ფულის გამომუშავება საკუთარი პროდუქტებითაც შეგიძლიათ. აქ მნიშვნელობა არ აქვს აუდიტორიის ზომას. შეგიძლიათ შესთავაზოთ სასწავლო კურსი, ელექტრონული წიგნი ან რამე სხვა, რაც თქვენი დაკვირვებით თქვენს აუდიტორიას სჭირდება.
წყარო: problogger