გაერთიანებულ სამეფოში ფიზიკური ბანკების დახურვამ მკვეთრად იმატა, ამის მიზეზი კი გარკვეულწილად ისიც არის, რომ ციფრული ბანკინგის პოპულარობა გაიზარდა — მოსახლეობის ⅔-ს ბანკის მხოლოდ ციფრული ანგარიში აქვს. აი, Monzo კი იქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრული ბანკია 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით. პოპულარული რომ არის აშკარაა, მაგრამ ახლა კამპანიით სურთ, ადამიანებისთვის თვალსაჩინო გახადონ კომფორტი, რომელსაც სთავაზობენ.
ამგვარად, კამპანიასაც Money Never Felt Like Monzo უწოდეს და მისი შექმნა Uncommon Creative Studio-ს დაავალეს. შედეგად, 60-წამიან ფილმს ვეცნობით, რომელშიც პლატფორმის სიმარტივეს ორ რეალობას შორის კონტრასტის ჩვენებით უსვამენ ხაზს. აი, მაგალითად ტარანტულას მასაჟორად აქცევენ, ყინულს ფუმფულა ჩუსტებად, ტუალეტიდან ამოხეთქილ წყალს კი ჩიტების შადრევნად…
მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ნეგატიურ და სტრესულ შეგრძნებებს, რაც ფულის მართვას უკავშირდება, პოზიტიურ ემოციებად გარდაქმნიან. ხოლო უფრო მეტ ადამიანამდე რომ მიაღწიონ, ფილმთან ერთად მონზო ანალოგიური გზავნილების გაზიარებას მომხმარებლებისთვის პოსტერებითაც ცდილობს: