ფულის გავრცელების სისწრაფე და საზღვრები უბრალოდ წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, 23 წლის ესპანელმა ხელოვანმა, მარი სანეტმა საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარების საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები აარჩია. ამ უკანასკნელმა ფულზე ჩანახატების გაკეთება და მათი გავრცელება დაიწყო. საბოლოო ჯამში, მოგზაურობისა და საკუთარი ნიჭის მსოფლიოსთვის გაზიარების სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდა ხელოვანისთვის უბრალო გატაცება მნიშვნელოვან პროექტად იქცა.