ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1 576 508 500 აშშ დოლარი შემოვიდა. ეროვნულ ვალუტაში, ეს თანხა 4 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ 1tv ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ეროვნული ბანკის განმარტებით, ფულადი გზავნილების აღნიშნული მოცულობა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ფულად გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში 457 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.
ამასთან, 2018 წელს გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
შემოსული თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების გზავნილებია.