in

თანხის მეგობართან გადარიცხვა TBC Pay-ს დახმარებით უფრო მარტივია

ჩვეულებრივ, თანხის გადარიცხვისას რამდენიმე დისკომფორტს ვაწყდებით ხოლმე და მათ შორის ყველაზე გავრცელებული ისაა, რომ არასამუშაო დროს გადარიცხული თანხა ადრესატის ანგარიშზე გვიან აისახება. გარდა ამისა, სამუშაო დღეებშიც ჭიანურდება თანხის ასახვა და რიგ შემთხვევებში, აუცილებელია მიმღების ანგარიშის ნომრის ცოდნა, იმისათვის, რომ გადარიცხვა შევძლოთ. მსგავსი დისკომფორტების თავიდან არიდების მსურველთათვის თიბისი ფეის რამდენიმე მარტივი მეთოდი აქვს შემუშავებული. ეს ეხება თიბისი ფეის ვებგვერდსა და აპლიკაციაში როგორც თანხის მომენტალურად ასახვას,ისე, მარტივი გზებით გადარიცხვის შესაძლებლობასაც.

უფრო კონკრეტულად, თიბისი ფეის ვებგვერდზე იპოვით სამი სახის, ხოლო აპლიკაციაში კი – ორი მარტივი გადარიცხვის მეთოდს. დღეს მათ შესახებ მოგიყვებით, იმ იმედით, რომ თქვენთვის თანხის გადარიცხვის პროცესის გამარტივებას შევძლებთ.

დავიწყოთ მობილურის ნომრით გადარიცხვის შესაძლებლობით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდში, ისე – აპლიკაციაში. თუ გავითვალისწინებთ გადარიცხვის სხვადასხვა პრაქტიკას, მობილურის ნომრით გადარიცხვა გაცილებით მარტივი მეთოდია. იმისათვის, რომ ადრესატს თანხა გაუგზავნოთ მხოლოდ მისი ტელეფონის ნომერი გჭირდებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სულაც არ არის აუცილებელი ეს კონკრეტული ნომერი მომხმარებელს ბანკში, კუთვნილ ანგარიშთან ჰქონდეს დაკავშირებული.

კონკრეტული სცენარი  რომ წარმოვიდგინოთ, დავუშვათ, ერთ-ერთ რესტორანში, ვახშმის ანგარიში ერთიანად მოიტანეს და თქვენმა მეგობარმა გადაიხადა. ამის შემდეგ, თქვენ გინდათ მომენტალურად გადაურიცხოთ თანხის ნახევარი მას და ამას მარტივად, მისი მობილურის ნომრით მოახერხებთ. (ნომრით, რომლითაც ვახშმამდე დაგირეკათ). ტრანზაქციის პრინციპი კი შემდეგია – მიუხედავად იმისა, რომელიმე ანგარიშის ნომერზე აქვს თუ არა მიბმული თქვენს მეგობარს მობილურის ნომერი, მასთან მიდის შეტყობინება, რომელშიც ჩანს, რომ კონკრეტული ნომერი ცდილობს მას რაღაც რაოდენობის თანხა ჩაურიცხოს, აქვე ჩარიცხვას, სმსშ-ივე მოჰყვება დანიშნულებაც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მიზნობრიობის ამოცნობას. სმს შეტყობინება შეიცავს ბმულსაც, რომელზე გადასვლის შემდეგაც, მიმღები უთითებს იმ ბარათის მონაცემებს, რომელზეც თანხის დასმა უნდა.

ხაზგასასმელია, რომ თიბისი ფეის გადარიცხვის მეთოდის – მობილურის ნომრით გადარიცხვის შემთხვევაში თანხა მომენტალურად ჯდება ბარათზე და მისი გამოტანა ბანკომატიდანაც შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ სავაჭრო ობიექტებში გაატაროთ ბარათი (POS ტერმინალებზე), თუმცა, ოპერაცია საბანკო ამონაწერში აისახება საანგარიშსწორებო დღეს. ისევე, როგორც საბანკთაშორისო გადარიცხვის დროს.ამ სერვისის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ 20 ლარამდე თანხის გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეძლებთ, 20 ლარის ზემოთ თანხაზე კი საკომისიო მხოლოდ 1 ლარია.

გარდა მობილურის ნომრით გადარიცხვისა, თიბისი ფეის ვებგვერდზე, ისევე, როგორც აპლიკაციაში შეგიძლიათ პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის მითითებით გადარიცხოთ თანხა. ბევრი მომხმარებელი მიჩვეულია ამ მეთოდით გადარიცხვას ვინაიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით სწორედ ამ მეთოდით ხდება ჩარიცხვები, ანალოგიური მეთოდით გადარიცხვა შესაძლებელია ონლაინაც.

პირადი ნომრით თანხის გადასარიცხად უნდა მიუთითოთ მიმღების მომსახურე ბანკი, შეიყვანოთ პირადი ნომერი, დაბადების თარიღი. ამის შემდეგ, გრაფაში შემოთავაზებულ აქტიურ ანგარიშის ნომერს აირჩევთ და ჩარიცხავთ თანხას. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციის შედეგად თანხა მომენტალურად აისახება მიმღების ანგარიშზე.

და ბოლოს,  თიბისი ფეის ვებგვერდზე ხელმისაწვდომ გადარიცხვის კიდევ ერთ მეთოდზე უნდა მოგიყვეთ. ეს არის ბარათის ნომრით გადარიცხვა, რომლის შესასრულებლადაც მარტივი ოპერაციაა საჭირო – სპეციალურ ველში შეგყავთ მიმღების ქართული საბანკო ბარათის წინა მხარეს დატანილი 16 ნიშნა კოდი. ეს არის საკმაოდ მარტივი გზა, რომლის გამოყენებითაც გადარიცხული თანხა მომენტალურად ჯდება ბარათზე. მისი განაღდება შესაძლებელია მაშინვე, ისევე, როგორც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გადახდა. თუმცა, მობილური ნომრით გადარიცხვის ოპერაციის მსგავსად საბანკო ამონაწერში საანგარიშსწორებო დღეს აისახება.

როგორც ხედავთ, ქართულ ბაზარზე, თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა გადარიცხვის მრავალფეროვან და მარტივ ალტერნატივებს გვთავაზობს. მნიშვნელოვანია, მათ შესახებ ვიცოდეთ, რათა საჭირო დროს შესაბამისი არჩევანის სწრაფად გაკეთება შევძლოთ.

TBC Pay-ს აპლიკაციის ჩამოსათვირთი ბმულები:
ANDROID: https://bit.ly/2FKtq0x
IOS: https://apple.co/30kWtBc

 

[R]

Banksy ანტი-რასისტულ ნამუშევარს აქვეყნებს

“გიგანტური ცვლილება” – ანიმაცია კლიმატის კრიზისზე ვუპი გოლდბერგის გახმოვანებით