საქართველოში სწრაფი ონლაინ კრედიტების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. დღეს ჩვენი ყურადღება MoneyMan-მა მიიპყყრო საკუთარი აუთდორ კამპანიით. მარკეტერი ამ თემაზე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს – ლიკა სირაძეს ესაუბრა.
M: როდის შემოვიდა MoneyMan-ი საქართველოში?
პირველი განაცხადები მივიღეთ წელს, 15 ივლისს.
M: ვინ არის MoneyMan-ი? რატომ ეს პერსონაჟი?
მანიმენი არის სუპერგმირების ოჯახის წარმომადგენელი. როგორც ყველა სუპერგმირი, ისიც ებრძვის ადამიანების მტერს, MoneyMan-ის სამიზნე ფინანსური პრობლემებია.
M:კომუნიკაციაში იყენებთ წინადადებას “სესხის განსხვავებული კატეგორიები”, რას გულისხმობთ?
პირველივე სესხის შემდგომ მომხმარებლები ერთვებიან უნიკალურ ლოიალურობის პროგრამაში და ყოველი წარმატებით დაფარული სესხის შემდეგ გადადიან ახალ ეტაპზე, საპროცენტო განაკვეთი უმცირდებათ, ეზრდებათ თანხის ლიმიტი და ვადები.
M: ასევე აქტიურად მუშაობთ როგორც ჩანს ლოიალობის გაზრდაზე. რამდენად ლოიალურები არიან ასეთი ტიპის სესხით მოსარგებლე ადამიანები? მათ ხშირად ჭირდებათ ეს პროდუქტი?
ჩვენი ოთხთვიანი გამოცდილების ფარგლებში, მომხმარებლების ლოიალურობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და საბონუსო სისტემით გვინდა კომპანიასთან თითოეული წარმატებული ურთიერთობა დავუფასოთ მომხმარებლებს და ხელი შევუწყოთ უფრო იაფად ისარგებლონ ჩვენი სერვისით. პროდუქტის მოხმარების სიხშირეც საკმაოდ მაღალია, ადამიანები მიეჩვივნენ, რომ შეუძლიათ არ იყვნენ მიბმული ხელფასის მიღების თარიღზე და მანამდე განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
M: არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანები რომლებიც ხშირად სარგებლობენ ონლაინ სწრაფი სესხებით, მათ სამომავლოდ ბანკში აღებისას ექმნებათ პრობლემები. კერძოდ ბანკი მათ არასაიმედო მსესხებლად განიხილავს. რას იტყვით ამაზე?
ბანკების რისკების შეფასების კრიტერიუმები თითქმის ყველასთვის ცნობილია: მომხმარებლები, რომლებიც საბანკო თუ ონლაინ სესხების არასტაბილური გადამხდელები არიან და ფიქსირდებიან კრედიტინფოში, ყოველთვის წარმოადგენენ რისკ ჯგუფს. მაგრამ თუ მომხმარებელი პირობებს ასრულებს და მიმდინარე დავალიანებები არ ერიცხებათ, ისინი ჩვეულებრივად შეძლებენ საბანკო სესხებით სარგებლობას.