in

3 საუკეთესო ბარმენი საქართველოდან – Monkey Shoulder-ის კონკურსის შედეგები

3 ეტაპი, 40-მდე მონაწილე, ბევრი ალკოჰოლი, 3 გამარჯვებული და წინ საერთაშორისო გამოცდილება – 16 ივლისს, შოტლანდიური ვისკის ბრენდმა “Monkey Shoulder“ საქართველოში, უკვე მეორედ, ყოველწლიური კონკურსის, “Ultimate Bartender Challenge“ ფარგლებში, სამი საუკეთესო ბარმენი გამოავლინა: პირველი ადგილი გიორგი ქუთათელაძე („შუშაბანდი“), მეორე ადგილი – მაშა კონდრატოვა („ქიქოძე“)მესამე ადგილი – იური ელტცოვი („ქიქოძე“), რომლებიც კიევში გაემგზავრებიან და პოსტსაბჭოთა რეგიონში გამარჯვების შემთხვევაში, გლობალური აღიარებისთვის „ლონდონის კოქტეილის კვირეულზე“ წავლენ, სადაც 1 გამარჯვებული გამოვლინდება.

გამოცადე შესაძლებლობები, რომლითაც გადასახადებს გადაიხდი და შენს კომპეტენციას ყველა იმ ასპექტში დაამტკიცებ, რომელიც ტოპბარმენობის სტატუსს სჭირდება.

ერთდღიან ადგილობრივ შეჯიბრებაზე, ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ უბრალოდ, დაინტერესებულ ადამიანებს, „ლოლიტამ“ უმასპინძლა. კონკურსი 3 ეტაპისგან შედგებოდა:

40 კითხვიანი ტესტი თეორიული ცოდნის შესამოწმებლად ;
„თვალზე დასხმა“ – საზომის გარეშე;
„შესანიშნავი მომსახურება“ – კოქტეილის თვითღირებულების გამოთვლა და 2 წუთში კოქტეილის მომზადება.

ინფორმაცია თვითონ ჩვენს კომპანიაზე, განსხვავებულ ბრენდებზე, ტრენდებზე – ბარის უკან თუ მუშაობ, ყველა ამ კითხვაზე პასუხი უნდა იცოდე… და ჩვენ სწორედ ამ ცოდნის, ტექნიკის, სისწრაფის, ბარმენისთვის საჭირო საუკეთესო უნარების მიხედვით გამოვავლინეთ გამარჯვებულები. მე ვიყავი განმსჯელი, სტეფან ბალაბანოვი, Monkey Shoulder ბრენდის ელჩი.

20 წლის გიორგი ქუთათელაძე, რომელიც სხვებივით, რეგისტრაციის შედეგად მოხვდა კონკურსში ამბობს, რომ მონაწილეობის მოტივაცია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იყო და ჟიურის გადაწყვეტილებით, სწორედ გიორგი ქუთათელაძე გახდა საუკეთესო ბარმენი, რომელმაც პირველ დავალებაში 8-დან 5.6, მეორეში – 10-დან 4, მესამეში კი, მაქსიმალური ქულა დაიმსახურა.

თვითნასწავლი ვარ და უკვე მე-4 წელია ამ ინდუსტრიაში ვსაქმიანობ. საკუთარი თავის გამოცდის გარდა, ამ კონკურსში მონაწილეობა სხვა ბარმენებთან შესახვედრადაც მჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობა, ჩემი სამომავლო გეგმებისთვის სწორ დროს, ადეკვატურად გადადგმული ნაბიჯია. როგორც ვიცი, შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე, კიევში ფორმატი უფრო გართულებულია. მსოფლიოზე, ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვი, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა ჩემთვის და მგონია, რომ საბოლოო შედეგამდე, თვითონ პროცესიც ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება, – გიორგი ქუთათელაძე.

Monkey Shoulder-ის შეჯიბრი შოტლანდიაში, დაფტაუნში დაიწყო… იქ, სადაც თვითონ ბრენდი დაიბადა და უკვე მეშვიდე წელია, ბარმენები, მთელი მსოფლიოდან – აშშ-დან სინგაპურამდე “Ultimate Bartender Challenge-ში“ ერთვებიან. წელს, უილიამ გრანტსის ქართულმა წარმომადგენლობამ და Monkey Shoulder-ის რეგიონულმა ბრენდ ამბასადორმა, სტეფან ბალაბანოვმა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ, შესაძლებლობა მისცა, დაემტკიცებინათ, ჯერ ადგილობრივ დონეზე, რომ საუკეთესოები არიან… 5 აგვისტოს კი, 3 გამარჯვებული რეგიონის, შემდეგ კი მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს. Monkey Shoulder William Grant & Sons-ის ქვებრენდია, რომელიც 2005 წელს გამოუშვეს და ნაზავია სამი ერთ ალაოიანი სპირტსახადის: Balvenie, Glenfiddich და Kininvie. სწორედ ამიტომ, ბრენდის ეტიკეტზე სამი მაიმუნია გამოსახული.

[R]

კვანტური მასალით ადამიანის ტვინის კომპიუტერში გადმოწერა იქნება შესაძლებელი

გახსოვთ ზოლტარი ფილმიდან “დიდი”? – Liberty Mutual-ის კამპანია