in

“მონო დიზაინის” ექსკლუზიური ხელნაკეთი ბლოკნოტები

Startauperi
Startauperi

“მონო დიზაინი” ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნივთების სტარტაპია, რომელიც მაია კილაძემ ორ მეგობართან ერთად შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მაიას ხატვის გამოცდილება არ ჰქონდა, დღეს ის ხელნაკეთი ბლოკნოტების ყდებისთვის ილუსტრაციებს თვითონ ქმნის. აღსანიშნავია, რომ “მონო დიზაინის” თითოეული ბლოკნოტი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია და არ მეორდება. სტარტაპის ფუნქციონირებასთანა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მარკეტერი მის შემქმნელს – მაია კილაძეს
ესაუბრა:

M:
მაია, როგორ გაგიჩნდათ მონო დიზაინის შექმნის იდეა და როგორი იყო იდეის განვითარების ეტაპები?
ჩემი მეგობარი აკეთებდა სამკაულებს, მეორე მეგობარი მხატვარია. გარშემო ძალიან ბევრი ხელნაკეთი ნივთების სტარტაპი იყო, მინდოდა მეც მეცადა ბედი ამ მიმართულებით. იდეები მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ არც ხატვა შემიძლია და არც ძერწვა. ამიტომ მე ადმინისტრაციული საქმეებისთვის უნდა მიმეხედა, ჩემს მეგობრებს – ხელნაკეთი ნივთების კეთებისთვის. თავიდან იდეებს ვუზიარებდი. მერე, ნელ-ნელა, თიხის მედალიონების გამოძერწვა მოვსინჯე, შესმდეგ ხატვაც. ბოლოს, გავბედე და კიდევ ერთი იდეა განვახორციელე, ბლოკნოტები ხელით შევკერე, შემდეგ კი ყდები მოვხატე.

M: გარდა ბლოკნოტებისა, რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ამჟამად, გვაქვს თიხის გულსაკიდები, მედალიონები და საყურეები. მოხატული ბლოკნოტები არის მთლიანად ხელნაკეთი და მხოლოდ მე ვმუშაობ მათ შექმნაზე.

M: რა უპირატესობა გაქვთ სხვა, მსგავსი პროფილის სტარტაპებთან მიმართებაში და რეალიზების რა გზებს იყენებთ?
როდესაც მხატვრები ქმნიან ნახატს, მოწონებული ნახატები გადააქვთ მაისურებზე, პრინტებზე, ბლოკნოტებზე და ა.შ. “მონო დიზაინის” ბლოკნოტების შემთხვევაში, ნახატის ერთადერთი ასლი მხოლოდ ბლოკნოტის ყდაზე არსებობს და არ მეორდება. უპირატესობბა არის ისიც, რომ ბლოკნოტები მთლიანად ხელით არის შესრულებული, ხოლო მათზე დატანილი ნახატები საავტორო და ექსკლუზიურია. რელიზებას რაც შეეხება, ვახდენთ facebook-ის მეშვეობითაც, ასევე, გაგვაქვს Flea Market-ებზე. ჩვენი პროდუქცია ონლაინ იყიდება sazamtro.ge-სა და gamoiwere.ge-ზე.

M: რა ღირს ხელნაკეთი ბლოკნოტები და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
გამომდინარე იქიდან, რომ საკუტარ ნახატს მაღალ ფასს ვერ ვადებ, სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას, სამკაულების დამატება, გვინდა ტანსაცმელზე მოხატვა.

50 ცნობილი ლოგო მაშინ და ახლა

Myvideo.ge მილიონერია!