in

„თავისუფლებაზე“ სასტუმრო MONOGRAPH იხსნება

16 თებერვალს, სასტუმრო MONOGRAPH Freedom Square პირველ სტუმრებს უმასპინძლებს.

„ ეს არის ბუტიკური ტიპის „ლაქშერი“, სადაც ერთიანდება განსაკუთრებული დიზაინით შესრულებული 36 ნომერი, რესტორანი SOMINEE, ლაუნჯი და ტერასა, თბილისის საუკეთესო ხედებით. SOMINEE-ში წარმოდგენილია ქართული მცირე მარნებისა და ევროპული ექსკლუზიური ღვინოები“.

სასტუმროსა და რესტორან SOMINEE-ს სახელსა და ლოგოზე სააგენტო branding.ge-მ იმუშავა. ბრენდის სტრატეგიაზე და კონცეფციის დახვეწაზე კი MONOGRAPH-ის მარკეტინგის გუნდმა.

„მოგზაურების ისტორიები, გამოცდილებები, აზრები, იდეები, მოგონებები ძირითადად, გამოხატული ჩანაწერების, MONOGRAPH-ის სახით წარმოადგენს რეალურ სიმდიდრეს ქართული იდენტობისა. შესაბამისად, „მონოგრაფი თავისუფლების მოედანი“ ემყარება ამ ტიპის „ლაქშერის“, რომელიც დახვეწილობის, თავაზიანობის და აუთენტურობისგან შედგება.

MONOGRAPH-ის „ლაუნჯის“ ერთ-ერთი კედელი ქართველმა არტისტმა ლევან სონღულაშვილმა მოხატა. ავტორი, ნამუშევარს, გახსნის ღონისძიებაზე, თავად წარადგენს.

„MONOGRAPH პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც „ლაქშერის“ კლასიკური და თან, მინიმალისტური მიმართულებით გამოირჩევა. „მონოგრაფის“ აქცენტი დიზაინ დეტალებსა და სერვისის პერსონალიზებულ ხარისხზე კეთდება. აღსანიშნავია მისი ადგილმდებარეობაც – თავისუფლების მოედანი, საიდანაც თბილისის ცენტრის ათვლა იწყება. MONOGRAPH Freedom Square-ს შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია Devport და მისი წარმომადგენელი მანუელ ლოხერი მართავს“.

MONOGRAPH-ის ინტერიერის პროექტის ავტორი MOTIF Elements-ია. მათვე იზრუნეს მასალებსა და სასტუმროს ავეჯზე.

„GIORGETTI-ს, MAXALTO-ს, BAROVIER & TOSO-ს, MOOOI-ს, B&B-ს, Imperfetto-ს, Louis Poulsen-ის და სხვა მსოფლიოს წამყვანი დიზაინ კომპანიების ავეჯი და ელემენტები საკმარისია იმისთვის, რომ MONOGRAPH, საქართველოში, ამ მიმართულების პირველ „ლაქშერი“ სასტუმროდ განისაზღვროს მსგავსი ბრენდების ავეჯი და ელემენტები გვხვდება სტუმარ-მასპინძლობის ისეთ ცნობილ სახელებში, როგორებიცაა: Mandarin Oriental, Bulgari Hotels, Aman“.

სასტუმროს სართულებს ერთმანეთთან ხვეული კიბე და GIOPATO & COOMBES-ს, ვენეციური შუშით დამზადებული შანდალიერი აკავშირებს, რომელზეც ასომთავრული ანბანით იკითხება: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.

„ეს კომპოზიცია არის ხაზგასმა იმისა, რომ ქართული იდენტობა, გამოსახული ამ ჩანაწერის ანუ მონოგრაფის სახით არის ის განმასხვავებელი ღირებულება, რასაც სასტუმრო MONOGRAPH სტუმრებს სთავაზობს“.

თბილისში NEW YORKER-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

სარკე – სარკეში – ლევან ბახია