in

22 ნოემბერს, MONUMENT-ის ორგანიზებით, გერმანელი მულტი ინსტრუმენტალისტი, Monolink დაუკრავს

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი MONO HALL-ის სცენაზე წარდგება

Monolink-ის შემოქმედება გიტარის ჟღერადობებისა და ელექტრონული მუსიკის უნიკალური სინთეზია, რაც ემოციური და რიტმული გამოვლინების საოცარ ბალანსს წარმოადგენს. არტისტმა ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალების სცენაზე გამოჩენით და ასევე სადებიუტო ალბომით (Amniotic), რომელსაც ჯამურად 100 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე. 2021 წლის ივნისში Monolink-მა რიგით მე-2 სტუდიური ალბომი – (Under Darkening Skies) გამოსცა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Monolink-მა ბერლინში დაფუძნებულ კომპანიასთან “Pfadfinderei” თანამშრომლობით, თავისი ლაივ პერფორმანსისთვის კონცეპტუალური ვიზუალური არტიც კი შექმნა. აღნიშნულ კომპანიას, ასევე ნამუშევარი აქვს ისეთ არტისტებთან, როგორიც არის: Moderat , Paul Kalkbrenner, Boyz Noize, Tiga და სხვები.

Monolink-მა მუსიკისადმი გამორჩეულად კრეატიული მიდგომებით, მკვეთრად დასამახსოვრებელი და ემოციური აქტების წყალობით, მის ირგვლივ გულწრფელ მსმენელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დღითიდღე იზრდება.

22 ნოემბერს MONO HALL-ის სცენას ასევე დაიკავებს უკრაინელი მუსიკოსი MAMAY , რომელიც ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფესტივალის Burning Man-ის თანაორგანიზატორი და უკრაინული კემპის დამფუძნებელია. მათ მასპინძლობას ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: ROMA J და UCHA გაუწევენ.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ : Monument X Monolink (Live) | TKT.GE

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერებმა უძველესი წინადადება აღმოაჩინეს

„კომიქსების რეზიდენცია“ – ვორქშოპი კომიქსების შექმნით დაინტერესებული ხელოვანებისთვის!