„მონოლით გრინ სითი“ თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში შენდება. შესაბამისად, მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქის ძველებური ატმოსფერო და მთავარი ხიბლი ყოველდღიურობის ნაწილად აქციონ. თანაც კომპლექსი დაახლოებით 1.5 კილომეტრითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორებიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი — შესაბამისად, კომფორტული და მომგებიანია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
სწორედ ზემოთ აღნიშნული და კიდევ უამრავი მიზეზის გამო იქცა „მონოლით გრინ სითის“ საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ბევრი წევრის საერთო არჩევანად… ცნობილმა რაგბისტებმა გადაწყვიტეს, ერთმანეთთან ასეთ მყუდრო, კომფორტულ და მაღალი დონის პროექტში „იმეზობლონ“. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ კრეატიული ვიდეორგოლიც გადაიღო — აქ თითოეული რაგბისტი მასთან მეზობლობის უპირატესობებზე ჰყვება…
„მონოლით გრინ სითის“ შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას თამუნა როსტიაშვილი, კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გვაწვდის.
M: თამუნა, როგორია საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა? გარდა ბინებისა, რას აერთიანებს და რამდენად ხელმისაწვდომია თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სერვისები ერთ სივრცეში?
საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორია მრავალფეროვან კონცეფციაზეა აგებული — აქ ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. ასევე, კომპლექსს აქვს მიწისქვეშა პარკინგი. აქვე გაშენდება სხვადასხვა უნიკალური ნარგავით მოწყობილი დენდროლოგიური ბაღი, რათა მობინადრეთა ჯანსაღი ცხოვრების რიტმს სიმწვანე და სუფთა ჰაერი არ მოაკლდეს.
M: საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ყველაზე დიდ ყურადღებას რაზე ამახვილებთ?
საგულისხმოა, რომ „მონოლით გრინ სითის“ კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას. საბოლოოდ, საცხოვრებელი კომპლექსი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, მშენებლობის დროული ვადებისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.
M: კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, საინტერესოა რა ფაქტორები გამოარჩევს „მონოლით გრინ სითის“?
პირველ რიგში, ეს არის ახალი უბანი ძველ თბილისში, ფართომასშტაბიანი პროექტით — ასე ვთქვათ, ქალაქის გულში და, ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე სივრცეში. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, სპორტული მოედნებით დაწყებული, ბაღით, სკოლით, აუზით, ველობილიკებითა და რეკრეაციული ზონით დასრულებული.
ამავდროულად, ჩვენთან კონკურენტუნარიანი ფასი და მომხმარებელზე მორგებული პირობები გვაქვს — ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდის, ისე იპოთეკით ან 0%-იანი შიდა განვადების მეშვეობით. შიდა განვადების შემთხვევაში მომხმარებლის პირველი მინიმალური შენატანი არის 10%, შემდეგ ბინის ღირებულების 10% ნაწილდება 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 80% უნდა დაიფაროს 2025 წლის იანვარში, სადაც ასევე შესაძლებელია იპოთეკური სესხით სარგებლობა.
გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური შეთავაზებები ემიგრანტებისთვის: შიდა განვადების შემთხვევაში პირველი შენატანი მხოლოდ 5%-ით შემოიფარგლება, შემდეგ 15% უნდა შეიტანოს 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით, დარჩენილი 80% კი 2025 წლის იანვარში უნდა დაფაროს.
M: საინტერესო ფაქტია, რომ „მონოლით გრინ სითის“ საცხოვრებელ კომპლექსში უკვე ათმა ქართველმა რაგბისტმა შეიძინა ბინა. რაიმე კონკრეტული შეთავაზება გქონდათ მათთვის თუ უბრალოდ თავად დაინტერესდნენ?
რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები თავად დაინტერესდნენ ჩვენი პროექტით. პირველ რიგში, მათ არჩევანზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენა ადგილმდებარეობის ფაქტორმა იქონია. თავის მხრივ, მოიხიბლნენ ინფრასტრუქტურითა და პროექტის სხვა, მრავალი უპირატესობით.
M: ამასთან დაკავშირებით ვიდეორგოლიც გადაიღეთ, რომელშიც ჩანს, რომ აქცენტს აკეთებთ მეზობლობაზე — ამ კონცეფციას როგორ შლით უშუალოდ პროდუქტიდან მარკეტინგამდე?
მეზობელი ძალიან დიდ როლს თამაშობს მობინადრეებისთვის და, ბუნებრივია, ხშირად ინტერესდებიან ამ საკითხით. ყველას უნდა, კარგი მეზობელი ჰყავდეს, რადგან ეს სიმშვიდისა და კომფორტული ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია. ალბათ, ბიჭებმაც იმიტომ ისურვეს ერთ კომპლექსში ცხოვრება, რომ მეგობრები არიან და ერთმანეთის მეზობლობა დადებითი ეფექტის მომტანია.
M: გარდა ვიდეორგოლისა, „გელოდებით მეზობლად“ კამპანია რაიმე სახის დამატებით აქტივობებსაც მოიცავს?
ზემოხსენებული აქციები სწორედ კამპანიის ფარგლებში მოქმედებს — შიდა განვადებასა და ემიგრანტებთან დაკავშირებით. ასევე, ფასდაკლება გვაქვს ერთიანი ან იპოთეკით შეძენის შემთხვევაში.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან ყიდულობთ/ან უკვე იყიდეთ ბინა და მეგობარსაც მოიყვანთ ბინის შესაძენად, მეგობარს ფასდაკლებას ვუკეთებთ, თქვენ კი 2000-ლარიანი ICR Home-ის ვაუჩერი გადმოგეცემათ.
[R]