in

შეიძინეთ ბინა და მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე – „მონოლით ჯგუფი”

საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე და ამ ისტორიულ მატჩებს ყველა განსაკუთრებულად ელოდება. დეველოპერულმა კომპანიამ, „მონოლით ჯგუფი“, გადაწყვიტა, ამ მოლოდინს გამოხმაურებოდა და მიმზიდველი შეთავაზება მოემზადებინა.

ის ადამიანები, ვინც „მონოლით გრინ სითიში” ბინას შეიძენენ, დაჯილდოვდებიან საქართველო-ჩეხეთის მატჩის საგზურით, რომელიც არა მხოლოდ ბილეთს, არამედ ფრენისა და სასტუმროს ხარჯებსაც მოიცავს.

გაიზიარეთ გამარჯვება ჩვენთან ერთად! – ამ სლოგანით აერთიანებს მონოლით ჯგუფი, ერთი მხრივ, ისტორიულ უბანში ბინის შეძენის სიხარულსა და, მეორე მხრივ, ასევე ისტორიულ მატჩზე დასწრების მღელვარებას.

აღსანიშნავია, რომ “მონოლით გრინ სითიში” ბინების ფასი 1020$-დან იწყება და შიდა უპროცენტო განვადება საფეხბურთო აქციის ფარგლებშიც მოქმედებს.


მონოლით ჯგუფის მასშტაბური პროექტი “მონოლით გრინ სითი” – ახალი, თანამედროვე და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც  ორთაჭალაში შენდება.

კომპლექსი ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს და მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. პროექტის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო ზონა, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველობილიკები, სპორტული მოედნები, აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი, სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე და დენდროლოგიური ბაღი. ბინები გათვალისწინებულია, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.

 

[R]

„კრიმინალით“ შთაგონებული ბრენდინგი

გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილე სტარტაპები