in

Monopoly-ის 90 წლის იუბილესთვის საკოლექციო მონეტა გამოუშვეს

შეზღუდული გამოშვების 50-პენიანი მონეტა პირველია მათ შორის, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში სამაგიდო თამაშს მიუძღვნეს და ეს თამაში Monopoly-ია! უკვე 90 წელს ითვლის. საიუბილეო მონეტის წინა და უკანა მხარეს კი Mr Monopoly-ის გვთავაზობს სხვა საკულტო დეტალებთან ერთად. სურს, პატივი მიაგოს იმას, რამაც თაობების მანძილზე ოჯახური თამაშების საღამოები შექმნა. 

მონოპოლის დებიუტი გაერთიანებულ სამეფოში 1935 წელს შედგა — მას შემდეგ 275 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, 47 ენაზე გამოვიდა და უთვალავ რეგიონულ გამოცემას მოიცავს. ლონდონურ ვერსიაში Oxford Street-სა და King’s Cross Station-ს ვხვდებით, რითაც აღნიშნული კულტურულ არტეფაქტად ჩამოყალიბდა. ახლა კი მონეტა თამაშის მოყვარულებს ამ საოცარი მემკვიდრეობის ხელშესახებ ელემენტს სთავაზობს.

MONOPOLY 90 წელზე მეტია, ოჯახური ცხოვრების ნაწილია, თაობების მანძილზე მაგიდის ირგვლივ დაუჯერებელ მოგონებებს ქმნის. ის ფაქტი, რომ ბრენდი ოფიციალური მონეტით ზეიმობს, ნამდვილად განსაკუთრებულია. ბედნიერები ვართ Royal Mint-თან პარტნიორობით, რომ ამ იდეის გაცოცხლება შევძელით. ეს თანამშრომლობა მონოპოლის უცვლელ გლობალურ მიმზიდველობასა და უნიკალურ ადგილს აღნიშნავს ბრიტანულ კულტურაში — მოუთმენლად ველით გულშემატკივრებსა და კოლექციონერებს, რომ დაამატონ ისტორიის ეს ნაწილი თავიანთ კოლექციებში.

მონოპოლის საიუბილეო მონეტა Royal Mint-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივის ფასი 15 ფუნტიდან იწყება, ხოლო ფერადის 25 ფუნტიდან. ექსკლუზიური მონეტების მაძიებლებს კი შეუძლიათ, ვერცხლის ან ოქროს ვერსიებიც შეიძინონ. ეს უკანასკნელი 1730 ფუნტი ღირს. 

როგორ დავძლიოთ AI იმპოსტერის სინდრომი

„შექმნილია შენთვის – ოძეკის სტანდარტებით“ – „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი მასშტაბური კამპანია