გარანტიას მოგცემთ, რომ Hasbro-ს უახლესი თამაში თქვენს საღამოებს მეტად მხიარულს გახდის, რადგან მონოპოლს უშვებს, რომელშიც გადახდა ფულით კი არა, დალევით მოგიწევთ. Monopoly Board Crawl მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა (21+) და ძველ მახასიათებლებსაც ინარჩუნებს, იქნება ეს კამათლის გაგორება თუ ქონების შეძენა. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ფულის ნაცვლად, თითოეული ყლუპით გადაიხდიან, შესაბამისად, ახლა თამაში კაპიტალიზმის სიმულაციას კი არა, ცოცხალ სოციალურ გამოცდილებასაც ემსგავსება.

მოთამაშეებმა მხოლოდ ერთი წრე უნდა გააკეთონ დაფის გარშემო, ამგვარად, თამაშიც მეტად სწრაფია და 30 წუთზე ნაკლებ დროში სრულდება. მიზანი რაც შეიძლება მეტი Title Deeds-ის შეგროვებაა, წვეულებების თემატიკის სივრცეებში ნავიგაციის პარალელურად, იქნება ეს Pregame, Rooftop Bar, Mechanical Bull თუ Karaoke Bar.

ხოლო, თუ სხვის საკუთრებაზე მოხვდებით, დალევისთვის უნდა მოემზადოთ ან, სანაცვლოდ, სასაცილო გამოწვევა შეასრულოთ — „უთხარი ჯგუფს, ბოლოს როდის ჩაიფსი“, „გაუზიარე მულტფილმის პერსონაჟი, რომელსაც სექსუალურად თვლი“ და მრავალი სხვა. სწორედ ამიტომაა ეს თამაში მხოლოდ ზრდასრულებისთვის…

თუმცა Hasbro გვეუბნება, რომ ჩვენი გადასაწყვეტია, Monopoly Board Crawl-ით ალკოჰოლთან ერთად ვითამაშებთ თუ მის გარეშე, რათა იგი ნებისმიერი ტიპის სოციალური შეკრებისთვის გამოსადეგად აქციოს.

რაც შეეხება ფასს, მონოპოლის სამაგიდო დასალევი თამაში 19.99$ ღირს, მისი ყიდვა კი უკვე Amazon-იდან შეგიძლიათ.











