ამ ამბის უკან ბრიტანული ფეხსაცმლის ბრენდი Irregular Choice დგას, რომელმაც მონოპოლთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ ვხედავთ კამათლებითა და ბარათებით შექმნილ ქუსლიან ფეხსაცმელებს… Monopoly Collection საუკუნის თამაშს Irregular Choice-ის საფირმო მაქსიმალისტური ხედვით წარმოიდგენს მკაფიო ფერებით, ხავერდოვანი დეტალებით, ბრჭყვიალებითა და კამათლების ქუსლებით.

კოლექციაში ბათინკებსა და Moneybags-ის ჩანთებსაც ვხედავთ, რომელიც სავსეა თამაშის რეფერენსებით. არ აქვს მნიშვნელობა, ეს Mr Monopoly-ია თუ მისი ფული, თამაშის თითოეული დეტალი აქსესუარებად იქცევა, რომელთა ტარებასაც მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ. მართალია, რაღაც თეატრალური ელემენტებითაა სავსე და სათამაშოს უფრო ჰგავს, მაგრამ ისეა შექმნილი, რომ ექსტრავაგანდურთან ერთად, გამძლეც იყოს.

კოლექცია ხელმისაწვდომია Irregular Choice-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ფასი 35$-დან იწყება.


![]()
![]()
![]()
![]()















