სამაგიდო თამაში Monopoly ახალ ვერსის უშვებს. მისი მთავარი თემა და სამოქმედო არეალი „სამეფო კარის თამაშები“ (“Game of Thrones“) იქნება.
ახალ “მონოპოლიას“ მოჰყვება რკინის ტახტის სპეციალური ბარათი, რომელიც, თამაშის დროს “Game of Thrones“-ის მუსიკალურ თემას უკრავს. წესები კი ასეთია: მოთამაშეს აქვს სახლი, რომელსაც სრულად აკონტროლებს, ყიდულობს Westeros-ისა და Essos-ს ახლომდებარე მიწებს. ებრძვის მოწინააღმდეგეებს და მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ მონოპოლიას ავრცელებს, რომ საბოლოოდ, მტერი დაამარცხოს და შეუზღუდავი კაპიტალიზმის ფარგლებში, დედამიწაზე დომინანტი გახდეს .
„სამეფო კარის თამაშების“ თემატიკაზე შექმნილი „მონოპოლია“ 2019 წლის იანვრიდან გაიყიდება. სამაგიდო თამაშის წინასწარი შეკვეთით $29.99 იყიდება.