in

„ტიპოგრაფიული მონათესავე სული“ — Monotype-ის სახალისო ტესტი

ყოველწლიურად ვალენტინობის ქარცეცხლში მრავალი ბრენდი ეხვევა… სარეკლამო კამპანიები თუ სპეციალური შეთავაზებები ჩვეულებრივ რიტუალად იქცა. ახლა კი Monotype კუპიდონის როლს ითავსებს — უჩვეულო თამაშის მეშვეობით, „ტიპოგრაფიულ მონათესავე სულს“ პოულობს მომხმარებლებისთვის.

ერთადერთი, რაც საიტის ვიზიტორებს ევალებათ, სახალისო ვიქტორინის კითხვებზე პასუხის გაცემაა. შესაბამისი პასუხებით, სისტემა ავტომატურად აფასებს პიროვნებას — თან აქ ისეთი ცხოვრებისეული საკითხებია მოცემული, როგორებიცაა საოცნებო შვებულების ტიპი ან საყვარელი ნაყინი. საბოლოოდ, „შრიფტების სამსხვერპლოზე“ აღმოჩნდებით, სადაც ოთხი ვერსიიდან ერთი, თქვენთვის ყველაზე მოსაწონი უნდა შეარჩიოთ.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ტესტს სოციალური ასპექტი გასდევს სარჩულად, ვინაიდან ერთმანეთისთვის ნაცნობი ადამიანები ამოწმებენ, რამდენად თავსებადნი არიან ტიპოგრაფიულად.

13 წლის ბავშვი თავის ტვინის მომაკვდინებელი სენისგან განიკურნა!

ქუჩაში გამოსული ხელოვნება — თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი